Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: პატრიარქი არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი, მორალური ავტორიტეტი


საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მას პირადად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს პატრიარქთან და თვლის, რომ ის საქართველოს მორალური ავტორიტეტია.

"ჩვენ ძალიან დიდი ბედი გვაქვს ამაში, რომ პატრიარქმა საქართველოს წინამძღოლობა რომ ამდენი წელი საქარველოს წინამღძოლობა იტვირთა და საქართველო გაიყვანა იქ, სადაც არის და არ მეყოფა სიტყვები, რომ ეს გამოვხატო დღეს" - თქვა პრეზიდენტმა რუსთავი ორთან ინტერვიუში და დაამატა, რომ პატრიარქის გარდა დიდ პატივს სცემს ეკლესიასაც, როგორც ინსტიტუციას, თუმცა ყველაფერში უჭირს დაეთანხმოს.

"მაგალითად არ ვეთანხმები და ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კოვიდის პანდემიის წინააღმდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის.

ეს არის უკვე ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები, რადგან ისედაც გავრცელებულია მოსახლეობაში ნაწილობრივ რუსული ფეიქ ნიუსები, ნაწილობრივ სხვა, ის რომ საერთოდ აცრები არის პრობლემატური. ლუგარის ცენტრი არის მავნებელი, რომელმაც, რეალურად, გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში და ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს დემოგრაფიაზე და ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დრო არის გონს მოეგოთ,"
- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის შეფასებით სახელმწიფო ხშირად არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში და თუ ჩაერევა, მაშინ ის იტყვის ამის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG