Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროირანული დაჯგუფების მონაწილეებმა მოხსნეს ბაღდადში აშშ-ის საელჩოს ალყა


პროირანული დაჯგუფების მონაწილეებმა და მათმა მომხრეებმა მოხსნეს ბაღდადში აშშ-ის საელჩოს ალყა. ერაყის უშიშრობის ძალებმა კონტროლი დაამყარეს დიპლომატიური წარმომადგენლობის მთელ პერიმეტრზე. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება ერაყის არმიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. დემონსტრანტები აკრიტიკებენ აშშ-ის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს შიიტური მოძრაობა „ჰიზბოლას“ ბაზების წინააღმდეგ, რასაც 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საელჩოზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. თეირანი უარყოფს ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG