Accessibility links

რას ფიქრობენ ცხინვალელები კორუფციაზე


ავტორი: ზარინა სანაკოევა, „ეხო კავკაზა“

„საკითხის გადაჭრის ერთადერთი საშუალება ქრთამი და
ნაცნობობაა“, - ამბობს „ეხო კავკაზას“ ერთ-ერთი რესპონდენტი
ცხინვალში.

- როგორ ფიქრობთ, ეფექტიანად ებრძვიან კორუფციას სამხრეთ ოსეთში?

ლანდა: არა, არაეფექტიანად. მაგრამ კორუფცია ყველგანაა
გავრცელებული, მაგალითად, ჩრდილოეთ ოსეთშიც და აქაც.

- და ყველაზე მეტად კორუფციასთან ბრძოლას ხელს რა უშლის?

ლანდა: ზოგიერთ ადამიანს ეს ხელს აძლევს.

ალანა: კარგი იქნებოდა,ალბათ, მეთქვა, რომ ჩვენთან, რესპუბლიკაში,
კორუფცია არ არსებობს, არ არის, მაგრამ რადგან ჩვენ დიდ და
გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ, პრობლემები ყველგან ერთი და
იგივეა. ჩვენც ვერსად დავემალებით ამას. რა თქმა უნდა, ჩვენთან
კორუფცია არის. ვფიქრობ, ადამიანი, უკვე მხილებული ამ სახის
დანაშაულში, რეალურად უნდა დაისაჯოს და არა ისე, როგორც
ჩვენთან. ამ ბოლო დროს რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ყველაფერი
იმით დამთავრდა, რომ ამ ადამიანს უთხრეს: „შენ, გეთაყვა,
დააბრუნე მოპარული და შეგიძლია მშვიდად იცხოვრო“,- საკითხის
ასე დასმა აბსოლუტურად არასწორია. თუკი სასჯელი არ შეესაბამება
კანონს, თუკი კანონის აღსრულება პრიორიტეტი არ არის, მაშინ
კორუფციასთან ასეთი ფორმით ბრძოლა არ შეიძლება მართებულად
და ეფექტურად ჩაითვალოს. ეს შედეგს არ მოიტანს.

ინგა: მიმაჩნია, რომ ჩვენთან არ არის კორუფცია. კორუფცია ეს ხომ
ქრთმის აღებაა, არა? არა მგონია, რომ ეს ჩვენთან ხდებოდეს.შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან როცა რამის გაკეთება გინდა ან სადმე
მოწყობა, უბრალოდ, ნაცნობობა ჭრის, ოღონდ ფულის გარეშე.

- და ამას ებრძვიან?

ინგა: განა შეიძლება ამასთან ბრძოლა? არ ვიცი, ალბათ, არა. თუკი
ნათესავი რამეს გთხოვს, უარს ეტყვი?

ელა: საერთოდ, ებრძვიან კორუფციას? მე ვერაფერს ვხედავ და
ვგრძნობ. ყველაფერი როგორც იყო, ისევე რჩება. ნეპოტიზმი იყო და
რჩება. ხშირად ყველაფერი ნაცნობობითა და ფულით წყდება. საჭიროა მთლიანად შეიცვალოს ეს მიდგომა, უწყებებმა შედეგიანად რომ იმუშაონ. ახლა კი ასეა: საკითხის გადაჭრის ერთადერთი საშუალება ქრთამი და ნაცნობობაა. ასე რომ, ადამიანები ამით
დაინტერესებულები არიან. ყოველ შემთხვევაში, ჩემს გარშემო სულ
ეს მესმის.

ალიონა: ვფიქრობ, პატარა რესპუბლიკებში, საერთოდ, პატარა ქვეყნებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, კორუფციასთან
ბრძოლა ძალიან მძიმედ მიდის. ეს ძალიან დიდი პრობლემაა,
განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის, სადაც ადამიანები
ერთმანეთს რაღაცა გზით მაინც ენათესავებიან. სიმართლე გითხრათ,
არ ვიცი, როგორ და რა მასშტაბით მიდის ბრძოლა კორუფციასთან
ჩვენთან, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ, რომ რაიმე დადებითისკენ
იცვლებოდეს, უკეთესობა მხოლოდ აქა-იქ რაღაც უმნიშვნელო
ასპექტებში თუ შეინიშნება.

რას ფიქრობენ ცხინვალში კორუფციაზე?
please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00
Direct link

ტექსტი შეიცავს იმ ტერმინებსა და ტოპონიმებს, რომლებიც გამოიყენება თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში.​

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG