Accessibility links

რატომ განიცადა კატასტროფა „ბოინგ 737 MAX 8“-მ?


რატომ განიცადა კატასტროფა „ბოინგ 737 MAX 8“-მ?
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:01:25 0:00

10 მარტს ეთიოპიაში ჩამოვარდა თვითმფრინავი „ბოინგ 737 MAX 8“, რომელიც ადის-აბებიდან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა. თვითმფრინავში 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო, ყველა დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია კატასტროფის მიზეზები.

10 მარტს ეთიოპიაში ჩამოვარდა თვითმფრინავი „ბოინგ 737 MAX 8“, რომელიც ადის-აბებიდან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა. თვითმფრინავში 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო, ყველა დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია კატასტროფის მიზეზები. თუმცა ცნობილია, რომ 2018 წლის შემოდგომაზე ინდონეზიური დაბალფასიანი კომპანიის Lion Air-ის ასეთივე „ბოინგის“ ტიპის თვითმფრინავი ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ 13 წუთში გაქრა რადარებიდან, შემდგომ კი სანაპიროდან 15 კილომეტრის მოშორებით ზღვაში ჩავარდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი იყო მართვის ახალ კომპიუტერულ სისტემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები. ასეთი სისტემები კი „ბოინგ 737 MAX 8“-ის ტიპის თვითმფრინავებში გამოიყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG