Accessibility links

რატომ ეშინია ბიზნესს ოპოზიციური პარტიების დაფინანსების?


ავტორი: გიორგი რიჟვაძე

დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგრადობა, რადგანნაკლები პოლიტიკური მანიპულაციის შესაძლებლობა იყოს გადაწყვეტილებების მიღების დროს და კონკურენტუნარიან გარემოში მოხდეს ძალთა ბალანსის გადანაწილება პოლიტიკურ ლანდშაფტზე.საქართველოში პარტიების ფინანსური მდგრადობისთვის ორი გზა არსებობს: საბიუჯეტო დაფინანსება და შემოწირულობები. იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყნების რიცხვს ეკუთვნის და საშუალო კლასი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ წარმოადგენს, პარტიების ფინანსურ მდგრადობაში ბიზნეს სექტორს დიდი როლი უჭირავს.ჩემს პუბლიკაციაში კი მინდა სწორედ ბიზნეს სექტორის მიერ პარტიების დაფინანსების პრობლემებსა და გამოწვევებზე ვისაუბრო.

ბიზნესისთვის პოლიტიკური პარტიებისადმი ფულის გაცემა რამდენიმე ლეგიტიმურ ინტერესს ატარებს. ესენია: სტაბილური ეკონომიკურ-პოლიტიკური გარემოს შენარჩუნება და კანონმდებლობაში ცვილებები.ბიზნესისთვის პარტიებისხშირი ცვლილება, რომელებიც სხვადასხვა პოლიტიკას ატარებენ ვერ იქნება დასაყრდენი სამომავლო გეგმების დასახვისას.ამის გამო ლოგიკურია თუ ბიზნესს მმართველი პარტისადმი უფრო დიდი ინტერესი ექნება, ვიდრე ოპოზიციური ფლანგისადმი. თუმცა ზემოთ აღნიშნული მიზეზების გარდა,ბიზნესი პარტიას აფინანსებს იდეოლოგიური კავშირის, საერთო ინტერესის, სანაცნობო წრის ან სხვა მრავალიფაქტორის გამო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავრობაში მყოფმა „ნაციონალურ მოძრაობამ“ შემომწირველების სახით 21 მილიონზე მეტი ლარი მიიღო, ხოლო 4 წლის შემდეგ კვლავ საპარლამეტო არჩევნებში უკვე ოპოზიციაში გადანაცვლებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20 მილიონით ნაკლები შემოწირულობა ანუ მხოლოდ მილიონ ორასი ათასამდე ლარი მიიღო. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ მათ 2012 წელს 2 მილიონი მიიღეს შემოწირულობებიდან, ხოლო 4 წლის თავზე ეს თანხა გაათმაგდა და დაახლოებით 23 მილიონამდე ლარს შეადგენდა.

პარტიების დამფინანსებელ იურიდიულ და ფიზიკურპირებს შორის არიან მეწარმეები, რომლებსაც აქვთბიზნესი ან სხვადასხვა კომპანიებში წილები. შემომწირველებისშესახებ მხოლოდ ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო ფაქტი. უფრო საგულისხმოა ის, რომ ამ ადამიანების ნაწილი, როგორც ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდანაც დასტურდება, პოლიტიკური კლიმატის მიხედვით იცვლის გემოვნებას ანუ თუ 2012 წელს ფულს „ნაციონალურ მოძრაობას“ ურიცხავდნენ, 2016 წელს უკვე „ქართული ოცნების“ დამფინანსებლებადმოგვევლინენ.

მართლა ასე უცებ იცვლიან ეს ადამიანები შეხედულებებს? რატომ უჭირთ ბიზნესებს ოპოზიციური პარტიების დაფინანსება?

ამ პრობლემის შესახებ ვესაუბრე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ბიზნესისა და ხელისუფლების ახლო ურთიერთკავშირზე: „ბიზნესი ზედმეტად არის ხელისუფლებასთან გადაჯაჭვული, დამოკიდებული. ბიზნესს ეშინია ხელისუფლების, იმის გამო, რომ თუ ოპოზიციას დაუდგა გვერდში, ამის გამო დაისჯება, შესაბამისად ცუდი ტრადიცია ჩამოყალიბდა ეგეთი, რომ 90% ბიზნესმენების, რომლებიც გხვდებიან, გელაპარაკებიან, ხედავენ პრობლემებს იმიტომ, რომ შეუძლებელია მაგალითად დღევანდელი ბიზნესის კეთებაში არ დაინახო პრობლემები, მაგრამ მერე მათ ხელისუფლების დამფინანსებლებში აღმოაჩენ“. ასევე იგი ხაზს უსვამს აღმასრულებელი ხელისუფლების პრობლემასაც: „ჩვენი პრობლემა არის ზედმეტად ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იტაცებს სხვა დანარჩენი შტოების ფუნქციებს, იტაცებს პარლამენტისას, სასამართლოსას, მედიის, თვითმართველობის, პრეზიდენტის და ა.შ.“პრობლემის მოგვარებაზე საუბრისას კი გიგი უგულავა თავისუფალი სასამართლოს არსებობაში ხედავს გამოსავალს: „თუ ქვეყანაში გაჩნდება განცდა, რომ თავისი მრწამსის გულისთვის ადამიანი არ დაისჯება ან თუ დაისაჯა არსებობს სასამართლო, რომელიც უფლებებს დაიცავს მაშინ ეს პრობლემა ავტომატურად მოგვარდება... ერთი რაღაც უნდა გვესმოდეს,რომ ქვეყანაში ბიზნესი თავისუფლად ვერ იმოქმედებს თუ ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მოქმედებს თავისუფლად“.

ჩემი აზრითაც, ბიზნესმენებისთვისსამართლიანი სასამართლოარის ერთ-ერთისაყრდენი, სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისა. ასევე ეს არის გარანტი დაფინანსებისას იმისა, რომ ბიზნესმენები გადაწყვეტილებას არათუ უსაფრთხოების მიზნით, არამედ პოლიტიკური შეხედულებებისა და მრწამსის გამო გააკეთებენ. ამიტომ საჭიროა მეტი გამბედაობა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერი ადამიანების რაოდენობა, როგორც ბიზნეს სექტორში, ასევე თითოეულმოქალაქეში. ამ პროცესშიმნიშვნელოვანია ანტიკორუფციული ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების როლიც. ხოლო პოლიტიკური პარტიების მხრიდან საჭიროა შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარება, რომელიც ფინანსების დივერსიფიკაციის გარდა, დემოკრატიულ ღირებულებებს შეუწყობს ხელს.

პარტიებს შორის ფინანსების დრამატული სხვაობა ახშობს პოლიტიკური კონკურენციის პრინციპს, ხელს უშლის ახალი მოთამაშეების შემოსვლას პოლიტიკაში, იდეოლოგიურ და ღირებულებით კავშირზე მაღალ ინტერესის სფეროს ხდის ფულს და რაც მთავარია ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს, წარმომადგენლობით ორგანოებს და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას.

საბოლოო ჯამში, ქართული რეალობიდან გამომდინარე, როცა ბიზნესისთვის თავისუფალი სასამართლო, უკიდურესი პოლარიზაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რთულია მათ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. თავის მხრივ, პარტიებმა კი მაქსიმალურად უნდა შეეცადონ ნახონ თამამი ადამიანები ბიზნეს სექტორში, გააუმჯობესონ შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი, გადავიდნენ სახალხო დაფინანსებაზე ანუ ე.წ. „კრაუდფანდინგზე“ (Crowdfunding) და ხელი შეუწყონ დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირებას, რომელიც იქნება წინაპირობა პოლიტიკური წნეხისგან დაცლილი და თავისუფალი ბიზნეს გარემოსი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG