Accessibility links

რა მიაჩნიათ ცხინვალში ყველაზე მნიშვნელოვნად?


რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტმა ცხინვალში, ზარინა სანაკოევამ თანაქალაქელებს მიმართა შეკითხვით: რა მიგაჩნიათ „სამხრეთ ოსეთის“ სიმბოლოდ?

ლინდა: ენა, კულტურა. სამწუხაროდ სამხრეთ ოსეთში დღეს, XXI საუკუნეში, ეს ყველამ დაივიწყა. დაივიწყა ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია. ეს ძალიან საწყენი და სამწუხაროა. ვისურვებდი, რომ ჩვენმა ყმაწვილებმა და გოგონებმა გაიხსენონ, ვინ არიან, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები და რომ ეს არ დარჩეს მხოლოდ სიტყვებად. არ ვამბობ, რომ ყველამ უნდა ვიაროთ ეროვნული ტანისამოსით, მაგრამ არ უნდა დაივიწყო, ვინ ხარ. როცა შინიდან გამოდიხარ, შენი აღზრდა არ უნდა დარჩეს შინ, პირიქით ყველაფერში უნდა გამოვლინდეს.

ცხინვალი
ცხინვალი

ლენა: რასთან ასოცირდება ჩემთვის სამხრეთი ოსეთი? ასოცირდება ძლიერი სულის ადამიანებთან. ასოცირდება ძლიერ, ფართომხრებიან მამაკაცთან, ასოცირდება ლამაზ, მოკრძალებულ ოს ქალთან. ასევე ასოცირდება ოსურ დროშასთან, გერბთან, ბუნებასთან, მაგრამ ოსების აუცილებელ ატრიბუტად, პირველ რიგში, მიმაჩნია მისი ხალხის ძლიერის სული.​

დუსია: პირველ რიგში, სამშობლოა. ჩვენ გვიყვარს მისი ყველაფერი - კარგიც და ცუდიც. ხალხი, ახლობლები, ნათესავები - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ხალხი, ვისთან ერთადაც აღვნიშნავთ ყველა მოვლენას ცხოვრებაში. მათ გარეშე სამხრეთი ოსეთი ისეთივე ადგილია დედამიწაზე, როგორც ნებისმიერი სხვა. მაგრამ ჩვენთვის ის ყველაზე საყვარელი და მშობლიურია.

ილონა: ჩემთვის სამხრეთ ოსეთის სიმბოლო ახალგაზრდობაა, მუსიკაც, სამზარეულოც. სამი ღვეზელი, რა თქმა უნდა, როგორც შეიძლება მის გარეშე... ოსური ლუდი. ყველაფერი ერთად. კიდევ ჩვენი შადრევანი, ადრინდელი. იმ სახით როგორიც ადრე იყო, ვიდრე ახლანდელს გააკეთებდნენ. არ მეგულება ოჯახი, ვისაც ერთხელ მაინც არ გადაუღია ფოტო ამ შადრევნის ფონზე.

ცხინვალი
ცხინვალი

აცამაზი: სამხრეთი ოსეთი ვერ იქნება სამხრეთი ოსეთი ხალხის, ოსებისა და უფროსი თაობის გარეშე. ალბათ, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. დანარჩენი წარმავალი ღირებულებებია. შენობები, ღირსშესანიშნაობები... მთავრია სული, ტრადიციები.​

ამანდა: მთავარი დროშაა, ჩვენი ჰიმნი და გერბი. ასევე ადამიანი. შემიძლია ჩემი ბებია დავასახელო. მთელი ცხოვრება აქ გაატარა, აქ დაიბადა, იმუშავა და აქ დაბერდა. ალბათ, ეს არის ყველა თბილი და ნათელი, რასთანაც ასოცირდება სამხრეთი ოსეთი. ჩემი ბებიკო. ზუსტადაც რომ ნამდვილი ოსი ქალია.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

ლელა გულედანი დევნილთა პროტესტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:52:56 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
ლელა გულედანი დევნილთა პროტესტზე
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG