Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოჰყვა “ვირუსულ ვიდეოს” სადაც ჩანს როგორ ყრიან ნაგავს მტკვარში?


ავტორები : ცირა გურგენიძე, ნინო ვართაპეტიანი

ბორჯომის ერთ-ერთ მკვიდრს მდინარის დაბინძურებისთვის 200-დან 300 ლარამდე ჯარიმა ემუქრება. რატომ გახდა მნიშვნელოვანი ამ პატარა ქალაქში მცხოვრები ერთი კერძო პირის წინააღმდეგ წამოწყებული ეს არც ისე მნიშვნელოვანი დავა?

8 მაისს, ბორჯომში მცხოვრებმა კიდევე ერთმა მოქალაქემ თამთა დაუნჯიშვილმა ფეისბუკში ატვირთა ვიდეო, რომელიც “ვირუსული” გახდა. მობილური ტელეფონით გადაღებულ მასალაზე ჩანს როგორ ყრის 2 მამაკაცი სამშენებლო ნაგავს ქუჩიდან პირდაპირ მტკვარში. ნაგავი ერთ-ერთი მშენებარე სახლის წინ აწყვია.

ამ ვიდეოს, რომელიც სოციალური ქსელით 200 ათასამდე ადამიანმა ნახა მოქალაქეთა აღშფოთებული კომენტარები მოყვა: “უნდა ამოიცნო ვინაა, მიხვიდე და სახლში სულ ტომრებით დაუყარო ქვიშა”; “მაგის იდენტიფიკაციას რა უნდა. დააჯარიმონ პატრონიც და მშენებელიც!” - ითხოვდნენ გაბრაზებული მოქალაქეები.

მშენებარე სახლის მეპატრონის ვინაობით სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დაინტერესდა. მათ დაადგინეს, რომ შენობა მარინა წიქარიშვილს ეკუთვნის.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე

ასე რატომ მოხდა მე თვითონაც მიკვირს. აქამდე იმდენი სამშენებლო ნარჩენი გაგვიტანია. მთელ ქუჩას ვხვეტავ ხოლმე. ჩემები არ იყვნენ. არ ვიცი, ვინ გადაყარა, იმ დროს ადგილზე არ ვიყავი. სავარაუდოდ, მანქანამ გაიარა, ტომრებმა ხელი შეუშალა და გადააყარეს. ყველანაირ სასჯელსმივიღებთ, თუ რამე გვეკუთვნის", - ამბობს მარინა წიქარიშვილი.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 1 წელია მიმდინარეობს,შენობა ბორჯომის ავტოსადგურის სიახლოვესაა და მტკვარს გადაჰყურებს. ნინომამასტარაშვილი, რომელსაც მშენებარე სახლის სიახლოვეს მაღაზია აქვს ამბობს, რომ ნაგვის მტკვარში გადაყრა ბორჯომში ჩვეულებრივი ამბავია: “ჩაუყევით ქუჩას და ნახეთ რამდენი სამშენებლო ნარჩენი ყრია. ეს არ ხდება ერთჯერადად და მე მგონი, ერთ ადამიანზე ჯოხის გადატეხვა არ არის სწორი. საღამოობით გარემოვაჭრეების ნარჩენები მთლიანად იყრება მტკვარში. აქეთ გაგლანძღავენ, შენიშვნა რომ მისცე. იზრუნოს მუნიციპალიტეტმა, რომ აღკვეთონ ასეთი ფაქტები“, - ამბობს ნინო მამასტარაშვილი.

მტკვრის სანაპირო,ბორჯომი
მტკვრის სანაპირო,ბორჯომი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეოსა და საქმის შესწავლით დაადგინა, რომ მტკვარში სამშენებლო ნარჩენებისახლის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ გადაყარა, მეპატრონესთან შეუთანხმებლად.

ოქმის შედგენისას პასუხისმგებელ პირად მუშაა მითითებული. და თუ კი მოსამართლე ჯარიმის გადახდის გადაწყვეტილებას გამოიტანს, დიდი ალბათობით თანხის გადახდა სწორედ მას მოუწევს და არა შენობის მეპატრონეს. საქმეს ახალციხის რაიონული სასამართლო განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG