რბოლა COVID–19-ის ვაქცინის აღმოსაჩენად

რბოლა
COVID–19-ის ვაქცინის აღმოსაჩენად

By კარლოს კოელიო 28 სექტემბერი, 2020

დღეს მსოფლიოს უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში კვლევითი ჯგუფები COVID-19-ის 200-ზე მეტ ვაქცინაზე მუშაობენ. რამდენიმე მათგანს უკვე ადამიანებზეც ცდიან./p>

ვაქცინები კლინიკებში მოხვედრამდე საფუძვლიან კვლევასა და ტესტირებას გადიან, რასაც, როგორც წესი, წლები სჭირდება. თუმცა პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი COVID-19-ის ვაქცინის კვლევასა და გამოცდას ჯერ არნახული ტემპებით აჩქარებს.

არაერთი წარმატების მიუხედავად, ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინის შემუშავებას ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება.

რატომაა ვაქცინა ასეთი მნიშვნელოვანი?

ადამიანის სხეული ავადმყოფობის შემდეგ ხშირად სამუდამოდ გამოიმუშავებს იმუნიტეტს დაავადების წინააღმდეგ. ზოგიერთ დაავადებას შედეგად სერიოზული გართულებები ან სიკვდილი სდევს თან. ვაქცინის მიზანია სხეულში ისეთი ანტიგენის შეყვანა, რომელიც იმუნურ რეაქციას გამოიწვევს, მაგრამ ადამიანს არ დააავადებს. ეს რეაქცია შემდგომ აფერხებს ან კლავს ვირუსს, თუ ადამიანი ინფიცირდა.

ვაქცინის
შემუშავების ციკლი

კლინიკაში მოხვედრამდე ვაქცინებმა რამდენიმე ეტაპი განვლონ:

2020 წლის 16 სექტემბრის მონაცემებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღრიცხავს ვაქცინის 212 კანდიდატს.

რუსეთის ვაქცინა

რუსეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყებდა საკუთარი ვაქცინის, „სპუტნიკ 5-ის“, , მასობრივ წარმოებას და მოსახლეობის აცრას. ვაქცინის შემუშავება, არაერთი მეცნიერის აზრით, გამჭვირვალე პროცესი არ ყოფილა და მას მესამე ფაზის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ზომები არ გაუვლია. მკვლევარები, სავარაუდოდ უდიდესი პოლიტიკური წნეხის ქვეშ იყვნენ, რომ პირველები ყოფილიყვნენ მსოფლიოში.

ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რომელსაც საერთაშორისო მეცნიერები „სპუტნიკ 5“-თან დაკავშირებით ახსენებენ, არის ანტისხეულზე დამოკიდებული გაძლიერება (ADE) – ვაქცინის შედეგად ორგანიზმში სხვა ვირუსების შეჭრის გაძლიერება და მძიმე ანთებითი პასუხის განვითარება. ამ ეფექტს, როგორც წესი, ვაქცინის შემუშავების მესამე ფაზაში აღმოაჩენენ ხოლმე.

როგორ გამოვიმუშავებთ იმუნიტეტს

როდესაც სხეული ვირუსს ან ბაქტერიას აღმოაჩენს, იმუნური სისტემა შემოჭრილი პათოგენების იდენტიფიცირებასა და განადგურებას ცდილობს. ლიმფოციტები, როგორებიცაა B-უჯრედები, შეიმუშავებენ ანტისხეულებს, რომელიც მიზანში იღებს სპეციფიკურ ანტიგენებს (ანტიგენი მოლეკულა ან მოლეკულური ნაერთია, რომელსაც წარმოქმნილ ანტისხეულებთან სპეციფიკურ რეაქციაში შესვლის უნარი აქვს), T-უჯრედები კი ინფიცირებულ უჯრედებს ანადგურებენ და მათ გამრავლების საშუალებას არ აძლევენ.

ანტისხეულები ორგანიზმში თვეების ან, ზოგჯერ, წლების განმავლობაში შეიძლება დარჩეს იმ შემთხვევისთვის, თუ სხეულს იმავე პათოგენთან გამკლავება დასჭირდება.

ანტისხეულები ორგანიზმში თვეების ან, ზოგჯერ, წლების განმავლობაში შეიძლება დარჩეს იმ შემთხვევისთვის, თუ სხეულს იმავე პათოგენთან გამკლავება დასჭირდება. აი, როგორ ახერხებს ადამიანის იმუნური სისტემა შემოჭრილი პათოგენების ამოცნობას:

COVID-19-ის ვაქცინის 10 ტიპზე მიდის მუშაობა:

აი, როგორ მუშაობს შემუშავების პროცესში მყოფი ზოგი ვაქცინა:

ვირუსული ვაქცინები

ბევრი არსებული ვაქცინა თავად ამ ვირუსის გამოყენებითაა დამზადებული. ეს მეთოდი უსაფრთხოებისთვის გაფართოებულ ტესტირებას საჭიროებს.

ა) ვაქცინა დასუსტებული ვირუსით: ვირუსს ცხოველის ან ადამიანის უჯრედში ატარებენ, ვიდრე ის მუტაციას არ განიცდის, დასუსტდება და ნაკლებად შეეძლება ავადმყოფობის წარმოქმნა.

ბ) ვაქცინა ინაქტივირებული ვირუსით: ვირუსს ქიმიური ნივთიერებების ან სიცხის მეშვეობით უსპობენ ინფიცირების საშუალებას.

ვირუსულ ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინები

ვირუსულ ვექტორებს მოლეკულური ბიოლოგები იყენებენ უჯრედებში ვაქცინის ანტიგენების შესაყვანად. ვირუსი იმგვარადაა მოდიფიცირებული, რომ რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

ა) რეპლიცირებად ვირუსულ ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინები: მათ იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის გამოიყენებენ. კორონავირუსის წვეტის გენი ვირუსულ ვექტორშია მოთავსებული და ისე შეჰყავთ სხეულში.

ბ) არარეპლიცირებად ვირუსულ ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინები: მათ, როგორც წესი, უკვე ინფიცირებული პაციენტების იმუნური სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენებენ.

ნუკლეინის მჟავაზე დაფუძნებული ვაქცინა

ნუკლეინის მჟავაზე დაფუძნებული ვაქცინები შედარებით ახალია და ისინი ჯერაც შემუშავებისა და დაკვირვების პროცესშია. ზოგიერთი კვლევის თანახმად, DNA და RNA-ზე დაფუძნებული ვაქცინები შესაძლოა უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს, ვიდრე სხვა მეთოდებით შექმნილი. RNA ვაქცინებს სინთეტიკურად ამზადებენ და ბიოლოგიურ სისტემებს გვერდს უვლიან. ნუკლეინის მჟავაზე დაფუძნებული ვაქცინების უპირატესობაა ასევე ვექტორის სიმარტივე და სხეულში იოლად შეყვანა.

(ა) DNA ვაქცინა: იყენებს ელექტროპორაციის მეთოდს, რათა უჯრედის მემბრანაში პორები შექმნას და დნმ-ის მიღებას შეუწყოს ხელი.

(ბ) RNA ვაქცინა: რნმ-ს ლიპიდის გარსში ათავსებენ, რათა ისევე შეაღწიოს უჯრედში, როგორც ამას ვირუსი ახერხებს.

ცილაზე დაფუძნებული ვაქცინა

ცილაზე დაფუძნებული ვაქცინები იყენებენ ცილის სუბერთეულებს, მაგალითად - წვეტს, M პროტეინს ან ვირუსის ცარიელ გარსს, რათა პათოგენის წინააღმდეგ იმუნური პასუხი გამოიწვიოს.

ა) ცილის სუბერთეულზე დაფუძნებულ ვაქცინას კონკრეტული, იზოლირებული ანტიგენი შეჰყავს სხეულში ვირუსული ნაწილაკების გარეშე და იმუნურ პასუხს იწვევს..

ბ) ვირუსისმაგვარ ნაწილაკებს, როგორიცაა ვირუსის ცარიელი გარსი, შეუძლია კორონავირუსის სტრუქტურისა და მოქმედების გამეორება ინფიცირების გარეშე, რადგან მათ ვირუსის გენეტიკური მასალა არ გააჩნიათ.

როდის იქნება ვაქცინა მზად?

ეპიდემიური მზადყოფნის საერთაშორისო კოალიციამ (CEPI) აპრილში განაცხადა, რომ ვაქცინა საგანგებო ვითარებებში გამოყენებისათვის 2021 წლის დასაწყისში უნდა იყოს მზად.

2020 მაისში ჯანმომ 40 ქვეყნისგან 8.1 მილიარდდოლარიანი დახმარების პირობა მიიღო ვაქცინის შემუშავების დასაჩქარებლად. ამ ორგანიზაციამ ასევე შეიმუშავა სისტემა, რომელიც ვაქცინის რამდენიმე კანდიდატის ერთდროული და გამჭვირვალე შეფასების საშუალებას იძლევა. ამ სისტემით საერთაშორისო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, ტრანსნაციონალური ფარმაცევტული კომპანიები და მთავრობები ერთად მუშაობენ კორონავირუსის სანდო ვაქცინის შექმნაზე.

ამგვარად, ვაქცინის ასობით კანდიდატის ერთმანეთთან საერთო კრიტერიუმებით შედარებით მსოფლიო საუკეთესო შესაძლებელ ვაქცინას მიიღებს.

ვინ მიიღებს პირველი ვაქცინას?

სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა და კორპორაციებმა ვაქცინის შემუშავებაში მილიარდობით დოლარი ჩადეს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვები მის სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით.

დიდმა ბრიტანეთმა 79 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახდინა ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის პროგრამაში 30 მილიონი დოზის სანაცვლოდ. ეს პროგრამა AstraZeneca-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. ეს კომპანია კი, თავის მხრივ აშშ-ს 300 მილიონ დოზას შეჰპირდა 1,2 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ.

The ევროკავშირმა 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების „ევროპული ვაქცინის სტრატეგია“ შეიმუშავა. სტრატეგიის მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ ამ გაერთიანების ყველა წევრს მიუწვდებოდეს ხელი ვაქცინაზე.

სავარაუდოა, რომ ვაქცინას პირველად მდიდარი ქვეყნების მცხოვრებლები მიიღებენ. ღარიბ ქვეყნებს, რომლებსაც მისი ღირებულების გადახდა არ შეეძლებათ, ვაქცინა, სავარაუდოდ, მცირე რაოდენობით შეხვდებათ.