Accessibility links

„რეალის“ ექსპრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა


მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი კორონავირუსით გარდაიცვალა. 76 წლის ბიზნესმენი საავადმყოფოში 17 მარტს გადაიყვანეს, მძიმე მდგომარეობაში. COVID 19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და მკურნალობის პროცესიც დაიწყო, მაგრამ ექიმებმა სანსის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლორენცო სანსი „რეალის“ პრეზიდენტი 1995-2000 წლებში იყო. მისი ხელმძღვანელობით „სამეფო კლუბმა“ ორჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა (1998 და 2000 წლებში), გახდა ესპანეთის ჩემპიონი (1997) და დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს (1998).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG