Accessibility links

როგორ ავამუშაოთ შიდა პარტიული დემოკრატია საქართველოში?


ავტორი: დავით ცქვიტაია

საქართველოში, როგორც ოპოზიციურ ისე სახელისუფლებო პარტიებში უამრავი პრობლემაა, რაც განპირობებულია სხვადასხავა ფაქტორითდა მკვეთრად აისახება ჩვენს რეალობაზე, რის გამოც იკლებს ნდობის მაჩვენებელი პოლიტიკური პარტიების მიმართ.

რა არის ამის მიზეზი? რა ფაქტორები ახდენს გავლენას? არის თუ არა პრობლემაშიდა პარტიულ სტრუქტურებში?

კონკრეტული პასუხის პოვნა ამ კითხვებზე ძნელია, რადგან პრობლემა მასშტაბურია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, გამოვყოთ მნიშვნელოვანი საკითხები. შიდა პარტიული სისტემის გაუმართაობისა და არასტაბილურობის განმსაზღვრელიძირითადი ინდიკატორები, რომლებიც პარტიების გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. ამრიგად, ქვევით შევეცდები გამოვყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც მნიშვნელოვანია შიდა პარტიული სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის.

საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა პოლიტიკური პარტიების რაოდენობით, მათი უმრავლესობა დაშლის და გამოყოფის შედეგადაა წარმოქმნილი, მიუხედავად ამისა, არჩევანის მრავალფეროვნება არ გვაქვს. ძირითადად, დღევანდელ რეალობაში დეკლარირებულია არშემდგარი პარტიები, რომლებიც „მოდის მიხედვით ცვლილებებს განიცდიან“ (დიუვერჟე). ეს პრობლემა როგორც ოპოზიციურ, ისე სახელისუფლებო პარტიებში გვხვდება.

ჩვენი სურვილია მძლავრი შიდა პარტიული სამართლებრივი სისტემის დამკვიდრება, სადაც შეუძლებელი იქნება კონკრეტული პირების მხრიდან ძალაუფლების პირადი მიზნებისთვის გამოყენება. პარტიების როლის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრება. რა არის შიდა პარტიული დემოკრატია? - კონკრეტულ დეფინიცას ვერ გამოვყოფთ, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოების ინტერესების მატარებელი პარტია,ამაზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული კომპონენტების გამოყოფა,რომელიც შეიძლება საზომად გამოვიყენოთ.

იდეოლოგია პოლიტიკური პარტიის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს მისი გამმიჯვნავი ხაზების განსაზღვრა სხვა პარტიებისგან, კონკრეტულად ჰქონდეს განსაზღრული სამოქმედო პროგრამაგამოხატავდეს გარკვეული ჯგუფის ან ჯგუფებისინტერესებს. საქართველოშიელექტორატის მოზიდვის მიზნით,პარტიების უმრავლესობა პოპულისტურ კამპანიას აწარმოებს,ამის ერთ-ერთი მიზეზი იდეოლოგიური ჩამოუყალიბლებობაა. მდგრადობის ნათელი მაგალითია ევროპაში პარტიების მრავალწლიანი ისტორია, რომელიც დგას მყარ იდეოლოგიაზე და არა კონკრეტული პირების ავტორიტეტზე.საქართველოში იშვიათია პარტიები, რომლებიც თავიანთი იდეოლოგიის ერთგულები არაიან.

რეკრუტირების პროცესში ერთობლივი მონაწილეობა, პარტიის წევრების ან საზოგადოების, მინიშვნელოვანია შიდა პლურალისტურიდემოკრატიის დასამკვიდრებლად,ნომინირების პროცესშიხალხის ჩართულობა უზრუნველყოფს მეტ სანდოობას . უმნიშვნელოვანესია პარტიის თითოული წევრი აირჩესსამართლიანად და ნებისმიერ წევრს ქონდეს შესაძლებლობა დაიკავოს მოწინავე თანამდეობები.„პარტია მას ეკუთნის ვისაც აქ კანდიდატის წარდგენის უფლება“. საქართველოში ამ პროცესს გარკვეული პრივილეგირებული ჯგუფები განსაზღვრავენ.

გაწევრიანებისდა დაწინაურების შესაძლებლობა, პარტიაში ახალგაზრდების მიზიდვა მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისსტაბილურიფუნქციონირებისთვის. მათ მიმართ სუბორდინაციული დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს თანამშრომლობით და კოლეგიალობით. პარტიაში მისვლის შემდეგ უნდა ქონდეთ შესაძლებლობა განვითარების და დაწინაურების. პარტია უნდა იყოს ადგილი, რომელი ახალგაზრდებს გადაამზადებს და მისცემს ცოდნას მაღალი თანამდეობების დასაკავებლად. საქართველოს პარლამენტის წევრების მხოლოდ 21% არის პარტიული წარმომავლობის. ახალგაზრების დაბალ ინტერესს ჩართულობის კუთხითგანაპირობებს პარტიების მიერ წარმოებული არასწორი პოლიტიკა და არსებული ნეგატიური დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან.

გენდერული ბალანსი პარტიაში და განსხვავებული ნიშნით (ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და ა.შ) დისკრიმინაციის აღმოფხვრა. საქართველოში თითქმის ყველა პარტია გამოთქვამს სრულ თანხმობას, რომ ქალების ჩართლობას მხარს უჭერენ მაგრამ რეალურად საკითხი სხვაგვარადაა. შიდა პარტიული კვოტირება ერთ ერთი საშუალებაა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამის გამოცდილება აქვთ გერმანიის სოციალურ დემოკრატიულ პარტიას, ასევე ირლანდიის სოციალურ დემოკრატიულ ალიანსს და აშ. შეიძლება ადამიანი იზიარებდეს იდეოლოგიას, მაგრამ განსხვავებული პიროვნული წარმომავლობის გამო მისი ინტეგრაცია ვერ შედგეს პარტიაში, ამიტომაც მნიშვნელოვანია პარტიებმა ხელი შეუწყონ და წაახალისონ მათი ინტეგრაციის პროცესი.

მნიშვნელოვანია ამომჩეველთან კომუნიკაცია დაკონსულტირება საქმიანობის გამჭირვალობისთვის და პროცესების წარმართვა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე. რეგიონებში ძლიერი ლობის შექმნა, მათი ხედვების და პრობლემების გაზიარება, ნდობის მოპოვება სამოქმედოპროგრამით, რომელიც იქნება რეალური და არა პროპაგანდისტული. საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენელთაინტერესების გათვალისწინება, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ არჩევნების პერიოდში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ეს პროცესი იყოს მუდმივი.

პარტიის დაფინანსებაარის უმნიშვნელოვანეს, რითაც შეგვიძლია დავადგინოთ ვისი ინტერესების გამომხატველადგვევლინება ის. დემოკრატიული პარტია უნდა იყოს მისი ამომრჩევლის ინტერესების გამტარებელი და არა კონკრეტული პირების, რომლებიც დიდ თანხებს ხარჯავენ არჩევნებში ხალხის ნდობის მოსაპოვებლად. რეალურად, ჩვენ თუ გვინდა გვყავდეს პარტია, რომელიც ჩვენ ინტერესებს გაატარებს, ის უნდა დავაფინანსოთ პირადი შემოწირულობებით, ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ფინანსები არქონა პარტიას რესურსების გარეშე ტოვებს, არსებული პარტიების უმრავლესობა ვერ ახერხებს კონკურენცია გაუწიოს ისეთ პარტიებს, რომელთაც რესურსებზე ტოტალური წვდომა აქვთ.

კვლევების წარმოება პარტიის მუდმივი პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანია, რათა პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შემუშავება შეძლოს. აგრეთვე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთნ. პარტიამ ყველა კომპეტეტნურ ორგანოსთან უნდა თანამშრომლობდეს, რომლებიც საზოგადოებაში არსებულ ვითარებაზე ფლობენ ინფორმაციას.

როცა პარტიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე აქვთ პრეტენზია და დემოკრატიული მართვის სისტემის დამკვიდრებას გვპირდებიან, შიდა სტრუქტურა უნდა ეფუძნებოდეს ამ ღირებულებებს. ფუნქციური პარტიების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა ქვეყანაში, მათი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა ნებისმიერი საშუალებით.

მიმდინარე პროცესი ნორმალურია, რადგან ჯერ კიდევ ვერ ადაპტირდნენ პარტიები და საზოგადოება,მრავალპარტიული პოლიტიკური კულტურის ხანგრძლივი გამოცდილება საქართველოშიარ არსებობს, შესაბამისად, ვერც შიდა პარტიული სისტემა იქნება მწყობრი და უხარვეზო. ვიმედოვნებ, მომავალში ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება. შიდაპარტიული დემოკრატიის მიღწევა საკამოდ ამბიციური მიზანია, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ და გააზრებულად ქვეყანას შეუძლია სტატუს-ქვოს თვისებრივი გაუმჯობესება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG