Accessibility links

როგორ ეხმაურება მსოფლიო ნოტრ-დამის ხანძარს


მსოფლიოს გაზეთები პარიზის ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ ხანძარზე წერენ. ხანძრის ფოტოები ჩანს „გარდიანის“, „დეილი ტელეგრაფის“, „ფაინენშალ ტაიმსის“ , „შარლი ებდოს“ და ა.შ. პირველ გვერდებზე.

ხანძარს გამოეხმაურნენ ცნობილი პოლიტიკოსები და საჯარო პირები. ისინი ძირითადად ტვიტერზე წერდნენ:

ტერეზა მეი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: „ფიქრით ფრანგ ხალხთანდა იმ მაშველებთან ვარ, რომლებიც ნოტრ-დამის საშინელ ხანძარს ებრძვიან“.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ხანძარს საჰაერო ძალებით უფრო სწრაფად ჩააქრობდნენ. „საშინელებაა ნოტრ-დამის ხანძრის ყურება“, -წერდა ის.

მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ კი ნოტრ-დამთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: „ნოტრ-დამი მსოფლიოს ერთ-ერთი საგანძურია.ჩვენ ვფიქრობთ ფრანგ ხალხზე ამ მძიმე წუთებში. ეს ჩვენი ბუნებაა ვწუხდეთ, როცა ვხედავთ, რომ ისტორია იკარგება - მაგრამ ასევე ჩვენი ბუნებაა, აღდგენა ხვალინდელი დღისთვის“, - დაწერა მან.

ხანძართან დაკავშირებით უკვე შეიქმნა ჩანახატებიც, რომლებზედაც ძირითადად ვიქტორ ჰიუგოს გმირები არიან გამოსახულნი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG