Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მედია მცდარ ინფორმაციას ავრცელებს საფრანგეთში გამოსვლების შესახებ


საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" პროტესტის მონაწილე გადაკეტილ, შუა გზაზე უკრავს ფორტეპიანოზე ქალაქ ბესანის მახლობლად.
საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" პროტესტის მონაწილე გადაკეტილ, შუა გზაზე უკრავს ფორტეპიანოზე ქალაქ ბესანის მახლობლად.

"მათ ფორტეპიანოზე ‘კალინკა’ დაუკრეს ყველაზე წარმოუდგენელ ადგილას." ასეთი იყო საფრანგეთის ე.წ. "ყვითელი ჟილეტების" რეაქცია, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ანტისამთავრობო გამოსვლები რუსეთის ინსპირირებული იყო. ყოველ შემთხევაში, ამას იუწყებოდა 10 დეკემბერს რუსული სახელმწიფო ტელეარხი "როსია 1".

გადაცემა შემდგომ ერთვება ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს, თუ როგორ უზის შუა ქუჩაში ყვითელჟილეტიანი კაცი შინდისფერ ფორტეპიანოს. გარშემო შეკრებილი ხალხი - თითქმის ყველა გამოწყობილია საპროტესტო ყვითელ ჟილეტებში - უსმენს და მობილურ ტელეფონზე იღებს ამ უჩვეულო მოვლენას.

და რა მუსიკა უკრავდა?

"როსია 1"-ის მიხედვით, ეს იყო "კალინკა", პოპულარული სიმღერა, რომელიც 1860 წელს შექმნა რუსმა კომპოზიტორმა ივან ლარიონოვმა. და სწორედ ეს მუსიკა ისმის ტელევიზიით.

თუმცა ყველაფერი მთლად რიგზე არ უნდა იყოს ამ ვიდეოში.

საქმე ისაა, რომ ვირტუოზი დემონსტრანტი რაღაც სულ სხვა, უცხო მუსიკას უკრავდა და არა „კალინკას“.

როგორც რადიო თავისუფლებამ დაადგინა, ვიდეო რომელიც "როსია 1"-მა თავის გადაცემაში გამოიყენა, ატვირთულია " EnglishRussia1"-ის ტვიტერის გვერდზე, რომელმაც ეს ვიდეო იმავე დილით ატვირთა შემდეგი სათაურით: "როდესაც ორი კულტურა ერთმანეთს საფრანგეთში ხვდება."

თუმცა, მოგვიანებით ინტერნეტში ძიების შედეგად გამოაშკარავდა, რომ იმავე კადრების მქონე სხვა მუსიკის შემცველი ვიდეო იყო ატვირთული მოვლენებიდან ორი დღით ადრე, 8 დეკემბერს, ტვიტერზე, სულ სხვა გვერდზე. სტატუსის მიხედვით, ვიდეო სამხრეთ საფრანგეთში, ბესანში, გადაიღო ერთ-ერთმა ყვითელჟილეტიანმა მომიტინგემ.

"კალინკათი" დამონტაჟებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიასივრცეში მას მერე, რაც 9 დეკემბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის იკვლევდა ყვითელჟილეტიანთა მოძრაობაში რუსეთის შესაძლო ჩარევას.

"დემოკრატიის დაცვის ალიანსის" თანახმად, ტვიტერზე დაახლოებით 600 ანგარიში რომელიც კრემლის მოსაზრებების რეკლამით არის ცნობილი, ამჟამად საფრანგეთზე არის ორიენტირებული. ბევრი მათგანი ტვიტერზე იყენებს იმავე ჰეშტეგს ("#giletsjaunes"), რასაც საფრანგეთის ყვითელჟილეტიანი მომიტინგეები იყენებენ.

ბოლო კვირების განმავლობაში პარიზი შეარყია საცხოვრებელი გადასახადის გაზრდის გამო გამოსვლებმა. პარიზში მიტინგები ძალადობაში გადაიზარდა და საფრთხე შეუქმნა პრეზიდენტ მაკრონის მმართველობას.

რუსეთს ბრალს სდებენ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად სოციალური მედიის მანიპულაციაში.

ევროკავშირის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის (EU East StratCom Task Force) თანახმად, რუსეთთან დაკავშირებულმა ვებსაიტებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია საფრანგეთის პოლიციაში ამბოხისა და აქციისადმი პოლიციელების მხარდაჭერის შესახებ.

განცხადება, რომ პოლიცია სოლიდარობას უცხადებდა მომიტინგეებს, მრავალმა მედიასაშუალებამ უარყო, მათ შორის "ფრანს პრესმა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG