Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა სამხედროებს აუკრძალა სმარტფონებისა და პლანშეტების გამოყენება


რუსეთის პარლამენტარებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც შეიარაღებულ ძალებს უკრძალავს სმარტფონების, პლანშეტებისა და სხვა ისეთი აპარატების ტარებას, რომლებსაც სამუშაო დროს ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა შეუძლიათ.

კანონპროექტი, რომელიც მესამე და საბოლოო მოსმენით პარლამენტის ქვედა პალატამ 19 თებერვალს დაამტკიცა, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ნებას რთავს ატარონ მხოლოდ ჩვეულებრივი ტელეფონები, კამერისა და ინტერნეტთან კავშირის გარეშე.

კანონპროექტი სამხედროებს უკრძალავს ასევე ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებას თავიანთი სამხედრო დანაყოფების, მისიების, სამსახურების, კოლეგების, ყოფილი კოლეგებისა და ნათესავების შესახებ.

ადამიანის უფლებების დამცველებისთვისაც დროდადრო ხელმისაწვდომი ხდებოდა ინტერნეტში განთავსებული ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც ასახავდა რუსეთის სამხედრო ძალებში არსებულ ე. წ. “დედოვშჩინას”, ახალწვეულთა ჩაგვრის პრაქტიკას.

კანონპროექტი ამბობს, რომ “ინტერნეტში ან მასმედიაში სამხედროთა მიერ განთავსებული ინფორმაცია … ზოგჯერ გამოყენებული იყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიკერძოებული აღქმის ჩამოსაყალიბებლად”.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 408 დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ეს კანონმდებლობა საჭიროა, რადგან სამხედრო ძალები წარმოადგენენ “განსაკუთრებული ინტერესის საგანს სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისთვის, ტერორისტებისა და ექსტრემისტული ორგანიზაციებისთვის”, - განაცხადა პარლამენტმა.

წარსულში რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლების მიერ ინტერნეტში სმარტფონებით განთავსებულ ფოტოებსა და ვიდეოებს ზოგჯერ მათდაუნებურად გაუმჟღავნებიათ ინფორმაცია დანაყოფების და შეიარაღების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ.

ადამიანის უფლებების დამცველებისთვისაც დროდადრო ხელმისაწვდომი ხდებოდა ინტერნეტში განთავსებული ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც ასახავდა რუსეთის სამხედრო ძალებში არსებულ ე. წ. “დედოვშჩინას”, ახალწვეულთა ჩაგვრის პრაქტიკას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG