Accessibility links

რუსი სპორტსმენების დოპინგ-სკანდალი ახალი დისკვალიფიკაციებით გაგრძელდება


მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ცნობით, მისმა დაზვერვით-საგამოძიებო ჯგუფმა დაასრულა გამოძიება 298 რუსი სპორტსმენის დოპინგ-სინჯებზე. დეტალური ინფორმაცია უკვე გადაეცა 28 ანტისადოპინგო ორგანიზაციას, მათ შორის, 27 საერთაშორისო ფედერაციას და, სავარაუდოდ, მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას მასობრივი დისკვალიფიკაციების შესახებ.

WADA-ის პრეზიდენტ ვიტოლდ ბანკას განცხადების თანახმად, ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ხუთი წლის განმავლობაში მთავარი ადგილი ეკავა რუსულ დოპინგ-კრიზისს და ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ამ ეტაპზე კი 57 შემთხვევაა გამოვლენილი და საქმე დადასტურების სტადიაშია.

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის სპორტის საზოგადოებას დოპინგ-ტესტებთან დაკავშირებული მასობრივი გაყალბებების გამო, ბოლო მძიმე დარტყმა შარშან, დეკემბერში მიაყენა - რუსეთი ოთხი წლით ჩამოაშორეს ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG