Accessibility links

საომარი მდგომარეობა სომხეთსა და აზერბაიჯანში - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 სექტემბერს


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში იუწყებიან მსხვერპლზე მშვიდობიან მოქალაქეებს შორის

აზერბაიჯანი და თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გუშინ დაწყებულ შეტაკებებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ლაპარაკია ერთი ოჯახის ხუთი წევრის დაღუპვაზე საარტილერიო ცეცხლის შედეგად სომხეთის სამხედროების მხრიდან, ნაფტალანსკის რაიონში. თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობა კი იუწყება, რომ სროლის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილია 30-ზე მეტი ადამიანი.

ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო მოქმედებების ფონზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა ჯერ სომხეთმა შემდეგ კი აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანომაც.

27 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოფიციალური თბილისი შეშფოთებით აკვირდება მოვლენებს.

კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 17 მართვით სუნთქვაზეა

დღეს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ახალი მონაცემები გახდება ცნობილი. გუშინ კი ერთ დღეში გამოვლენილმა ახალმა შემთხვევებმა 294-ს მიაღწია. აქედან უმრავლესობა - 193 ისევ აჭარაშია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი, აქედან 17 მართვით სუნთქვაზეა.

წაიკითხე მეტი.

აქ კი ნახე განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შესახებ.

შაქარაშვილის საქმე: დღეს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდებულების სასამართლო გაიმართება

მცხეთის სასამართლოში დღეს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდებული 5 პირის სასამართლო გაიმართება.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი კი არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს.-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დაპირისპირებაა ბოლნისში - ოპოზიცია თავდასხმაზე საუბრობს

ფეისბუკში გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირებას ასახავს. გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები ჩაიხანაში შეჭრის შემდეგ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოფელში შეკრებილი ოპოზიციის მხარდამჭერები საუბრობდნენ იმაზე, რომ თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა იყო. გოგი მეშველიანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თავდამსხმელები თავად ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ და ისინი მმართველი პარტიის სააგიტაციო გუნდს მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა ისინი ჩაიხანაში დასასვენებლად იყვნენ შესულები, ჩაიხანიდან გამოსვლის შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

წაიკითხე მეტი.

ცხოვრება ომის შემდეგ

“ჩვენს დღევანდელ სამყაროში არანორმალურია, უცნაურია არა ის, ვინც ავტომატი აიღო ხელში, არამედ მეორე, ის, რომელსაც ბავშვივით ვერ გაუგია და კითხულობს: კი მაგრამ, მიწაზე ისევ რატომ წევს ადამიანი,რომელიც მეორე ადამიანმა მოკლა?”

სვეტლანა ალექსიევიჩი, “თუთიის ბიჭები”

ყველა ომი როდისმე მთავრდება და ადამიანები სახლში ბრუნდებიან. მათ გაუმართლათ - ცოცხლები გადარჩნენ. ცოცხალია მათი მეხსიერებაც. თუმცა ყველაზე თამამი აღწერაც კი ვერ გვაჩვენებს სრული სიცხადით იმას, რაც სინამდვილეში ხდებოდა.

რას გრძნობდნენ ეს ადამიანები, როდესაც ხედავდნენ და აკეთებდნენ იმას, რისი გაკეთებაც ომში მიღებულია? და რას გრძნობდნენ ისინი, როცა დაბრუნდნენ იმ სამყაროში, რომელიც დროებით დატოვეს? ზოგიერთი დღემდე ვერ ახერხებს ყოველდღიურ ცხოვრებასთან შეგუებას - ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს სამყაროში, რომელიც არ შეცვლილა, იმ დროს როდესაც თავად სხვანაირები დაბრუნდნენ.

წაიკითხე და ნახე მეტი აქ.

შენი აზრით, ყალბი ამბავი რა არის? რომელი ყალბი ამბავი შეგხვედრია ბოლო პერიოდში? შენი აზრით, როგორ განვასხვავოთ ყალბი ამბავი ნამდვილისაგან? ბავშვები ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG