Accessibility links

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმების გადახდაზე საშეღავათო პერიოდი დასრულდა


საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული, ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, რომელიც 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით მოქმედებდა, იწვევდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG