Accessibility links

სადავო „ბელაესის“ დოსიე


  • ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წლიდან გრძელდება ოსტროვეცის მახლობლად, გროდნოს ოლქში, ლიტვის საზღვრიდან 22 კმ-ის, ვილნიუსიდან 50 კმ-ის, ხოლო მინსკიდან 125 კილომეტრის დაშორებით.
  • •პირველი ენერგობლოკის ამუშავება დაგეგმილია 2019 წელს, ხოლო მეორისა - 2020-ში. მანამდე პირველი ბლოკის ამოქმედება იგეგმებოდა ერთი წლის წინ, მაგრამ ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვადები რუსეთმა ჩააგდო.
  • „ბელაესის“ ფუნქციონირებისათვის საჭირო საწვავის 100 %-ს რუსეთიდან მიიღებენ. სამაგიეროდ, ბელარუსის ენერგეტიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ „აესი - ენერგოუსაფრთხოების გარანტიაა“.
  • „ბელაესის“ სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ ბელარუსი მიიღებს ამჟამად მოხმარებულ ელექტროენერგიას - წელიწადში 18 მილიარდ კილოვატსაათს. ზედმეტი ენერგიის საკითხი გაურკვეველია. მეზობელი ქვეყნები არ არიან დაინტერესებულნი ატომური ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვით. ლიტვა ამ ენერგიის ბოიკოტისკენ მოუწოდებს საერთაშორისო დონეზე. ლიტვას მხარს უჭერს ესტონეთის პრეზიდენტიც.
  • გამომუშავებული ბირთვული ენერგია მთლიანად ბელარუსში დარჩება. ეკოლოგები ამტკიცებენ, რომ ბელარუსმა აირჩია ატომური ელექტროსადგურის მიერ საწვავის გამომუშავების ყველაზე ძვირი და სახიფათო მეთოდი.
XS
SM
MD
LG