Accessibility links

საკარანტინო სივრცის დატოვებამდე პირებს PCR სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდებათ


11 მაისიდან, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პირებს სავალდებულო PCR ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უთხრა.

ლაბორატორიის თანამშრომლები სინჯებს COVID-19-ზე მათ კარანტინის მეცამეტე დღეს აუღებენ:

„თუკი პასუხი იქნება უარყოფითი, ისინი მეთოთხმეტე დღეს დატოვებენ საკარანტინე სივრცეს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული პირების დიდ ნაწილს, კორონავირუსის შემთხვევები სწორედ მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეს გამოუვლინდა. გგონია, რომ ჩავლილია საკარანტინე პერიოდი და საფრთხე არ გვემუქრება, თუმცა, სიმპტომები სწორედ მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეს ვლინდება. ამდენად, ორშაბათიდან ამოქმედდება კარანტინში მყოფი პირების სავალდებულო PCR ტესტირება“.

6 მაისის მონაცემებით, საკარანტინო ზონებში 5133 პირი იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG