Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის კარი ხვალ დილით რომ არ გაიღება, თქვენც იცით, მეც ვიცი


"ევროკავშირის კარი ხვალ დილით რომ არ გაიღება, თქვენც იცით, მეც ვიცი და საზოგადოებამაც იცის. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი ამოცანა. ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის შევაღწიოთ იქ, სადაც დღეს გვჭირდება, რომ ვიყოთ, რომ მივიღოთ თანამშრომლობის ის დონე, რაც არის საქართველოსთვის საკადრისი და ამას ყველა ნელ-ნელა თუ ჩქარ-ჩქარა ხვდება." - თქვა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

"ევროკავშირში შეღწევა რეალური მიზანია და ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია. სხვა რამეა, რომ დღეს და ხვალ, მომავალ კვირას, ორ თვეში ევროკავშირი არ დაიწყებს მსჯელობას ახალ კანდიდატებზე და ახალ წევრებზე. სამაგიეროდ, დაწყებულია მსჯელობა პარტნიორობის ახალ ფორმატზე, ასოცირება რასაც ნიშნავს და იქ უნდა ვიყოთ ძალიან მომთხოვნი, იმიტომ დღეს ვდგამთ იმ ნაბიჯებს შესვლისას, რაც ხვალ ინსტიტუციურად გაფორმდება. დღეს უნდა შევიდეთ, რომ ხვალ გვითხრან - შესული ხართო. ეს არის სტრატეგია და ისე ძახილი, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, გვინდა ევროკავშირი, მე აღარ მყოფნის"- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი არის ორმხრივი და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და ამაზე ვიმუშაოთ არა სიტყვებით, არა ფაქტებით.

"ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რაც გვინდა" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG