Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამების ტაძარს გაზის მიწოდება შეუწყდა - დავალიანება 256 652 ლარს შეადგენს


თბილისში, სამების საკათედრო ტაძარს ბუნებრივი აირის მიწოდება წლების განმავლობაში დაგროვილი გადასახადის გადაუხდელობის გამო 23 აპრილის შემდეგ შეწყვეტილი აქვს. როგორც გაზის მიმწოდებელმა კომპანიამ, თბილისი ენერჯიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, დავალიანება სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა და ამ დროის განმავლობაში მათ არაერთხელ მიმართეს ეკლესიას წერილობით, რომ გადაეხადათ ან გადაენაწილებინათ არსებული დავალიანება.

“მათი მხრიდან რეაგირება არცერთხელ არ ყოფილა. საბოლოო ჯამში თებერვლის თვეში ისევ ჩვენი ინიციატივით, შევთანხმდით გადანაწილებაზე და 227 329 ლარი 10 წელიწადზე გადაუნაწილდათ. ამის მიუხედავად , გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არც მიმდინარე მოხმარებული გაზის გადასახადი და არც შეთანხმებისამებრ გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადი მათ არ გადაიხადეს. ამით დაირღვა ხელშეკრულება განწილვადებაზე, რის გამოც მიმდინარე წლის 23 აპრილს სამების ტაძარს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება. რაც შეეხება სხვა ტაძრებს - მათ დიდ უმრავლესობას თბილისი ენერჯიმ 10 წელიწადზე უკვე გადაუნაწილა არსებული დავალიანებები” - ამბობენ კომპანიაში.

ინფორმაცია სამების ეკლესიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ თავდაპირველად “ტვ პირველმა” გაავრცელა. ტელეკომპანიასთან საუბარისას მღვდელმსახურმა იოანე მჭედლიშვილმა განმარტა, რომ 3 წლის განმავლობაში გაზის მიმწოდებელი კომპანია მათ შეღავათს უკეთებდა, რის გამოც მადლიერები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG