Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირდაპირი: სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია ერევანში


ერევანში დააკავეს საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი და პოლიციის სადგურში წაიყვანეს. პაშინიანი დააკავეს ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მოლაპარაკება მასსა და პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანს შორის. "ხალხმა პაშინიანი უნდა გაათავისუფლოსო", უთხრა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა კანონმდებელმა, სასუნ მიკაელიანმა, სანამ მასაც დააკავებდა პოლიცია. ერევანში უკვე 10 დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრანტები მოითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი, რომელიც პრემიერის პოსტზე დაინიშნა პრეზიდენტის რანგში ათწლიანი მუშაობის შემდეგ.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG