Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასურველია აბსოლუტური თავისუფლება?


ავტორი: მარიამ გოლაშვილი

თანასწორობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება დღევანდელი საზოგადოებისთვის საკმაოდ აქტუალური საკითხებია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ცდილობენ გათავისუფლდნენ ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და სიღარიბისგან. სხვები მოითხოვენ, რომ ჰქონდეთ სიტყვისა და არჩევნის თავისუფლება და იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის. როგორც ჩანს, ადამიანები ყველგან ისწრაფვიან, რომ თავიანთ ნება-სურვილზე იცხოვრონ.

თუმცა სულ სხვა საკითხია, როგორ დაიკმაყოფილებენ ამ სურვილს. საზოგადოების გარკვეული ჯგუფები თუ პოლიტიკოსები თავისუფლების მოპოვების საპროტესტო აქციებით, დემონსტრაციებითა და რევოლუციის გზითაც კი ცდილობენ, მაგრამ აღწევენ ისინი მიზანს? სამწუხაროდ, ასეთი დაპირისპირებები ხშირად ტრაგიკულად მთავრდება და ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ასეთი რეალობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მეფე სოლომონის სიტყვების ჭეშმარიტებას ,,კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ’’.

დღეს ბევრი ფიქრობს რომ ნამდვილი თავისუფლება ისაა, როცა ადამიანი აკეთბს იმას, რაც მოესურვება და არ ფიქრობს შედეგებზე. ენციკლოპედია ,,უორლდ ბუკი’’ თავისუფლებას განმარტავს როგორც ,,არჩევანის გაკეთებისა და მისი განხორციელების უნარს’’. მაგრამ იქვე დასძენს: ,,სამართლებრივი თვალსაზრისით, ადამიანი თავისუფალია, თუ საზოგადოება არ უდგენს უსამართლო, არასაჭირო და არაგონივრულ შეზღუდვებს’’. ეს იმას ნიშნავს რომ ზოგიერთი შეზღუდვა საჭიროა, რათა საზოგადოებაში ყველამ ისარგებლოს თავისუფლებით.

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც მოძრაობის წესები არ არსებობს. არც მართვის მოწმობა მოითხოვება და არც გამოცდის ჩაბარება. ხალხს შეუძლია ისე მართოს მანქანა, როგორც თავად მოესურვებათ, არაფხიზელ მდგომარეობაშიც კი. მათ შუძლიათ ყურადღება არ მოაქციონ სიჩქარეს, საგზაო ნიშნებს, შუქნიშნებს, ცალმხრივ მოძრაობას და ქვეითთა გადასასვლელებს. უდავოა, ასეთი ,,თავისუფლება’’ სასურველი არ იქნებოდა! შედეგად მას ქაოსი და უბედური შედეგები მოჰყვებოდა. მართალია მოძრაობის წესები ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კანონები მძღოლებსაც იცავს და ფეხით მოსიარულეებსაც.

ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ რაც მეტი თავისუფლება იქნება, მით უკეთესად იცხოვრებენ. მაგრამ სინამდვილეში შეუზღუდავი თავისუფლება ადამიანის ხელში ორლესული მახვილივით არის. მართალია თავისუფლებას ბევრი კარგი მხარე აქვს, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი გვზარავს, როგორი იქნებოდა მსოფლიო ადამიანებს აბსოლუტური თავისუფლება რომ ჰქონდეთ. ყველა საზოგადოებრივ წყობილებას აქვს კანონები, რომლებიც ერთი მხრივ იცავს ადამიანთა თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ზღუდავს. ძალიან ბევრი ტომი დაერთო ადამიანების მიერ დაწერილ კანონებს, რომელთა გაგებასა და სისრულეში მოყვანას უამრავი ადვიკატი და მოსამაერთლე სჭირდება. მაგრამ ისმის კითხვა: ვის აქვს უფლება,დაადგინოს, რომელი შეზღუდვებია სამართლიანი, საჭირო და გონივრული?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG