Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ პრეპარატი რემდესივირი შეუკვეთა - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 მაისს 


რა მოლოდინი აქვთ ექიმებს პრეპარატ რემდესივირთან დაკავშირებით?

დადასტურებული შემთხვევა - 539

გარდაცვლილი - 6

გამოჯანმრთელებული - 184

კარანტინში - 5243

სტაციონარში - 550

COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად შესაძლოა, პრეპარატი რემდესივირი გამოცხადდეს, - ამის შესახებ 29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა აშშ-ის ალერგიული და ვირუსული დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ. ებოლას სამკურნალოდ შექმნილი მედიკამენტი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოექცა და მის შემოტანაზე დაიწყო საუბარი საქართველოშიც.

კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანია „გილეადის“ მიერ შექმნილი პრეპარატი 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.

მედიკამენტ რემდესივირის რიგში რომ ჩამდგარიყო საქართველო, ჩვენ ვიქნებოდით უშანსოდ, - ამის შესახებ განაცხადა შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი სიტყვებით, ამის მიზეზი იქნებოდა ის, რომ მრავალი ქვეყანა ელის რემდესივირს, როგორც კორონავირუსის სამკურნალოდ ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ მედიკამენტს.

თენგიზ ცერცვაძის სიტყვებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია „გილეადსა“ და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია არსებობს, არის შანსი, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს ურიგოდ მიიღებს. „გილეადი“ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში მედიკამენტების მიმწოდებელი კომპანიაა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობაში რემდესივირის გამოყენების საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები არსებობს, თუმცა მათ შორის არის დამაიმედებელიც:

წაიკითხე მეტი.

დღეიდან სამ დიდ ქალაქში 56 პოლიკლინიკასა და ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება უწყდება

დღეიდან პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების ნაწილს დაფინანსება უწყდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიას გუშინ საღამოს გააცნო პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებს, რომელთა კონტინგენტი 7000 მოქალაქეზე ნაკლებია. საწყისი კრიტერიუმი, რომლითაც დაწესებულებებისთვის კონტინგენტის ოპტიმალური რაოდენობა განისაზღვრა, 13 000 მოქალაქე იყო, თუმცა COVID-19-ის გავრცელების გამო რაოდენობა შემცირდა.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, ახალი კრიტერიუმის თანახმად, ჯამში, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულება.

მისი თქმით, აღნიშნულ არეალში არიან სერვისის სხვა მიმწოდებლები, რომლებიც, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, მცირერიცხოვან მოსახლეობას მოემსახურება.

წაიკითხე მეტი.

24 საათში რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 7000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში განვლილ 24 საათში 7000-ით გაიზარდა კორონავირუსის მატარებელი ადამიანების რაოდენობა. რუსეთის დაავადების გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი შტაბის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 106 498-ს აღწევს. სულ ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში გარდაიცვალა 1073 პაციენტი.

პაციენტების სიაშია რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი. მან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა წამოაყენა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო ბელოუსოვის კანდიდატურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ინფექციის მიუხედავად მიშუსტინი აქტიურად იქნება მუშაობაში ჩართული ხალხის და ეროვნული ეკონომიკის დასახმარებლად.

კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებული რთული ვითარების გამო, რუსეთის პრეზიდენტმა 28 აპრილს კიდევ ორი კვირით, 12 მაისამდე გააგრძელა ქვეყანაში შემოღებული „არასამუშაო რეჟიმის“ მოქმედების ვადა.

კიევი-თბილისი: მუქარა, შიში, არჩევნები და სახელმწიფოს ინტერესები

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი აღარ დაინიშნება ვიცე-პრემიერის პოსტზე და ჯერჯერობით ისევ უცნობია, როგორ გაგრძელდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის კარიერა უკრაინაში. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, კიევში იოლად არ დაივიწყებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ წინასწარ, საჯაროდ გამოხატულ ბრაზსა და ულტიმატუმებს ურთიერთობის გადახედვასთან დაკავშირებით.

უკრაინული მედიის მიერ 30 აპრილს გავრცელებული ცნობების თანახმად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილს სხვა თანამდებობა შესთავაზოს და, სავარაუდოდ, ლაპარაკი აღარ არის ვიცე-პრემიერის პოსტზე.

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის რადაში ხმების საკმაო რაოდენობაა ვიცე-პრემიერის პოსტზე დასამტკიცებლადაც, თუმცა მიხეილ სააკაშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, არჩევანი სხვა თანამდებობაზე შეჩერდა.

რა გადაწყდა უკრაინაში და რატომ? პასუხები ამ და სხვა კითხვებზე წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

პანდემია და პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი ყველაფერს შეეხო და შეეხო ნეგატიურად, დაზარალდა სახელოვნებო სფეროც. არტისტები ღიად საუბრობენ შეზღუდვებით გამოწვეულ პრობლემებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG