Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო


საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტში დღეს დაწყებულ ევროპირველობაზე საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, მოუგო ანგარიშით 9:7 და თითქმის გაინაღდა პლეი ოფის საგზური.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი ბორის ვაპენსკი იყო, სამი გოლით. თითოჯერ გაიტანეს რევაზ იმნაიშვილმა, ანდრია ბითაძემ, ხვიჩა ჯახაიამ, მიხეილ ბაღათურიამ, გიორგი მაგრაქველიძემ და ფაბიო ბარალდიმ.

ჯგუფურ ეტაპზე ქართველი წყალბურთელები კიდევ ორ თამაშს ჩაატარებენ: 16 იანვარს მსოფლიოს ორგზის პრიზიორ საბერძნეთთან და 18 იანვარს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG