Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა


საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ დროისათვის, სტაბილურია:

„სამი ახალი შემთხვევიდან, ერთ-ერთი ინფექციურში მკურნალობს. ეს არის შემოტანილი შემთხვევა ესპანეთიდან. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისი კონტაქტები ცნობილია და გრძელდება მათი კვლევა და იზოლაცია. ინფიცირებული ახალგაზრდაა. დანარჩენი ორის შესახებ ჯერჯერობით დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. დღის მეორე ნახევარში ან მე ან თენგიზ ცერცვაძე მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას. ახალი დაავადებულების მდგომარეობა არ არის მძიმე“.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისათვის, ე.წ. პრობლემურ პაციენტად 3 პაციენტი რჩება:

"უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს სამი პრობლემური პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილურია და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება და ასე გავალთ ბოლომდე“.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG