Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 7 პაციენტი


გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11 794-ს შეადგენს. 10 ოქტომბრის მოცემულობით, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6327 გახდა.

გაზრდილია გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობაც. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევების პროცენტულად ყველაზე დიდი ნაწილი მოდის თბილისზე, ინფიცირების ინციდენტების კლებაა აჭარაში.

„სამწუხაროდ, ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა ჩვენ და გახლავთ 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა თბილისში. აჭარაში, საბედნიეროდ, იკლებს, იქ მიღებულმა ღონისძიებებმა გამოიღო შედეგი და გახლავთ 172 პაციენტი, მესამე ადგილზე კვლავ გახლავთ იმერეთი 117 პაციენტით, შემდეგ არის სამეგრელო-ზემო სვანეთი 16 პაციენტით, გურიასა და შიდა ქართლში გახლავთ 7-7 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ქვემო ქართლში - 4 , კახეთში სამია, სამცხე-ჯავახეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში გახლავთ 1 პაციენტი“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG