Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა


19 აპრილის 12 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 394 დადასტურებული შემთხვევაა დარეგისტრირებული. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე stopcov.ge.

მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 86 პაციენტი.

18 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. COVID 19-ით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. კლინიკის აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ განაცხადა, რომ 70 წელს გადაცილებული პაციენტი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან იყო, მათ საავადმყოფოში 8 აპრილიდან მკურნალობდა და კორონავირუსთან ერთად სხვა დაავადებებიც აწუხებდა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 5094 პირი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი 547 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG