Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 83 065 მოზარდი „ბავშვის კვების ბარათით“ სარგებლობს


საქართველოში 83 065 მოზარდი „ბავშვის კვების ბარათით“ სარგებლობს. სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 30 ლარი „ბავშვის კვების ბარათზე“, 20 ლარი კი ოჯახის საბანკო ბარათზე ირიცხება.

„ბავშვის კვების ბარათით", რომელზეც თვეში ერთხელ 30 ლარი ირიცხება, შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა. მოზარდებს ბარათით სარგებლობა მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ.

გარდა ბარათით მოსარგებლე 16 წლამდე მოზარდებისა, 50-ლარიანი შემწეობით სარგებლობს კიდევ 56911 მოზარდი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლესი მონაცემებით, ჯამში, საქართველოს მასშტაბით, სოციალურად დაუცველის სტატუსითა და 50-ლარიანი შემწეობით 139,976 მოზარდი სარგებლობს.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის გამოკვლევის“ მონაცემებით, მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ჯგუფს ბავშვები წარმოადგენენ.

უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ანუ დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, ბავშვების 6.8%, რაც რიცხობრივად დაახლოებით 49.8 ათასი ბავშვია. ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს ბავშვების 27.6%, დაახლოებით 202 ათასი ბავშვი.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებითვე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 11.2% ფულად დახმარებას იღებს, სოციალურ დახმარებაზე მოთხოვნილება გაცილებით მაღალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG