Accessibility links

საქართველოში COVID-19-ის 300 დადასტურებული შემთხვევაა


საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 300 შეადგინა. მათგან გამოჯანმრთელებულია 69 პირი.

13 აპრილის დილიდან 14 აპრილის დილამდე ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოსთვის რეკორდული იყო - ზრდამ 30 შეადგინა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG