Accessibility links

logo-print logo-print

საქართველო ვირუსის გავრცელების პიკში - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 ნოემბერს


COVID-ით „დაწინაურებული“ საქართველო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 24 ნოემბერს თქვა, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ათასით ჩამორჩება ქვეყანაში რეალური ინფიცირების მაჩვენებელს. ამის საილუსტრაციოდ მას ვაშინგტონში მდებარე, „ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის“ პროგნოზი მოჰყავს, რომლის თანახმადაც, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, შეფასებითი, ანუ ინფიცირების რეალური მაჩვენებელი, რეგისტრირებულ მონაცემზე დაახლოებით სამჯერ მეტია. ანუ, ამ პროგნოზის თანახმად, თუკი, მაგალითად, ბოლო, 24 ნოემბრის მონაცემზე შევჩერდებით და დადასტურებულ 3128 ახალ შემთხვევას სამზე გავამრავლებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში, დაახლოებით, 9000 ინფიცირებული უნდა გვყავდეს.

„ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის“ პროექციის თანახმად, 22 ნოემბრიდან, საქართველო ვირუსის გავრცელების პიკში იმყოფება. როგორია დღეს საქართველოს კოვიდსტატუსი? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ევროპარლამენტარები ქართულ პარტიებს მოუწოდებენ კომპრომისისა და პარლამენტში მუშაობისკენ

ევროპარლამენტის რამდენიმე წამყვანმა დეპუტატმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ, რომელშიც საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს, მიულოცეს არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით სავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში.

ევროპარლამენტარები აფასებენ იმ ფაქტს, რომ არჩევნები ჩატარდა გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით, რომელმაც გზა გაუკვალა გაცილებით პლურალისტური პარლამენტის შექმნას, თუმცა წუხილს გამოთქვამენ, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა მეორე ტურში არ იბრძოლეს.

ევროპარლამენტარების თხოვნაა, რომ დარჩენილი ხარვეზები მოგვარდეს ახალი საარჩევნო რეფორმის გზით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით და პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეიდან აზერბაიჯანი კონტროლს აღადგენს ყარაბაღის კიდევ ერთ რაიონზე

9 ნოემბერს მიღწეული სამმხრივი შეთანხმების თანახმად, დღეს, შუაღამის 00:00 საათზე ამოიწურა ვადა, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქელბაჯარის რაიონი, რომელზეც ბაქომ 1992 წლიდან დაკარგა კონტროლი.

მანამდე, 20 ნოემბერს, ერთობლივი აზერბაიჯანულ-რუსულ-სომხური მემორანდუმის თანახმად, აზერბაიჯანს გადაეცა სომეხ სეპარატისტთა ხელთ არსებული მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონი.

ხოლო 1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მესამე, ლაჩინის რაიონი, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელსაც უკვე აკონტროლებს სამშვიდობო მისიით აღჭურვილი რუსი სამხედროები.

ამ თემაზე ასევე ნახე:

აშშ-ში იწყება ხელისუფლების გადაცემის ფორმალური პროცესი

აშშ-ის საერთო სამსახურების ფედერალური სააგენტოს(GSA) ხელმძღვანელმა ემილი მერფიმ არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეატყობინა, რომ შეუძლია, ახალი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესისთვის გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სახსრები და რესურსები.

ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფორმალურად პირველად აღიარა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

ბაიდენის გუნდში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან დაიწყებენ კორონავირუსის პანდემიასა და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.

წაიკითხე მეტი.

კაჭკაჭი და ხელახლა მოგონილი ანბანი - ქართველების ამბები ფერეიდნიდან

„საკვანძო სიტყვა - ფერეიდანი“ - დიანა ანფიმიადის ეს წიგნი მალე სტამბაში წავა. მასში ფერეიდნული ამბებია თავმოყრილი - იქაური მარტყოფის, იქაური ვაშლოვნის, ოთხასწლიანი დარდისა და მონატრების ამბები, ორასი გვერდი შუა ირანში დაარსებულ საქართველოზე.

ფერეიდანში დღესაც იმ ქართულით ლაპარაკობენ, რომელზეც მეფე თეიმურაზი და ქეთევანი საუბრობდნენ. 400 წლის წინ შაჰ აბასის მიერ გადასახლებულმა 200 ათასამდე ქართველმა შუაგულ ირანში დროის კაფსულა შექმნეს. ენათმეცნიერების ინსტიტუტი 2004 წლიდან მუშაობს პროექტზე „ქართული ენობრივი კუნძული ტრანსეთნიკურ არეალში (GLITEA)“, რაც ფერეიდნის სამეტყველო ენის შესწავლასაც გულისხმობს. უკვე გამოიცა მონოგრაფია „ფერეიდნული დიალექტი“ და გამოკვლევა „ქართულენადაკარგული დასახლებები ირანში“.

ფერეიდანში თოვლი „ბელტ-ბელტად“ მოდის; საქმის დასრულებისას ამბობენ, გავათავთავეო; კატას ისევ ციცა ჰქვია, ძაღლი „ღრინავს“, ქათამი „კრასკრასებს“, ხოლო თუ ვინმემ თქვა, ემასაო ათი ბღავანა ჰყაო, ესე იგი, ის ვიღაცა ათი ცხვრის პატრონია.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

დაღესტნის სოფელ კვანხიდატლში ხალხი მარილის მისაღებად უძველეს მეთოდს იყენებს.

ადგილობრივი მცხოვრებნი ირწმუნებიან, რომ მათი მარილი მსოფლიოში ყველაზე სუფთა და გემრიელია.

უმძიმესი სამუშაო, რომელსაც ძირითადად ქალები და ბავშვები ასრულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG