Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ლალიაშვილი და ირაკლი იზორია საგზაო უსაფრთხოებაზე


ეკა ლალიაშვილი და ირაკლი იზორია საგზაო უსაფრთხოებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:50:41 0:00

გასულ კვირაში სტოკჰოლმში საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც 140 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. საქართველოდან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა გარდა, მონაწილეთა შორის იყვნენ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი, ეკა ლალიაშვილი და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი, ირაკლი იზორია. პირველი მინისტერიალი 2010 წელს ჩატარდა, რომელზეც მომავალი ათწლეულის ამოცანად გაერომ მილიონობით სიცოცხლის გადასარჩენად საგზაო უსაფრთხოების მართვისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ავტომანქანების უსაფრთხოების გაძლიერება, გზების მომხმარებელთა ქცევისა და ავტოსაგზაო შემთხვევაზე რეაგირების გაუმჯობესება დასახა. ეკა ლალიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში აღნიშნავს, რომ ეს ამოცანები მსოფლიოს ქვეყნებმა განსხვავებული წარმატებით შეასრულეს. თუ დღეს მსოფლიოში ადამიანის სიკვდილის მიზეზთა შორის საგზაო შემთხვევები მეცხრე ადგილზეა, უმოქმედობის შემთხვევაში, შესაძლოა, 2030-ში ის მეხუთე ადგილზე ავიდეს. საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის თანაორგანიზატორი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა. პირველი ათწლეულის მთავარი მიზანი საგზაო შემთხვევების მსხვერპლის განახევრება იყო. ეკა ლალიაშვილი შედეგებზე: „ევროპულმა ქვეყნებმა გარკვეულ ნიშნულს მიაღწიეს. მთლიანად, ევროკავშირს თუ განხივილავთ, ვერ მიაღწია 50%-ით შემცირებას. ყველა ქვეყანას თავისი მიღწევა ჰქონდა. მაგალითად, შვედეთმა მიაღწია თავის ნიშნულს. ცუდი ის არის, რომ ჩვენი ტიპის - საშუალო განვითარების და დაბალი განვითარების ქვეყნებმა უარესობისკენ გადაწონა სურათი, რადგან ბევრგან გაუარესდა კიდევ ვითარება. გლობალური შეკრება კი რას ემსახურება? ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსალოდნელი იყო 1 მლნ 900 ათასი ადამიანის დაღუპვა. რეალურად საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 1 მლნ 300 ათასი. ეს ბრწყინვალე შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ადამიანების რაღაც რაოდენობა მაინც დავიცავით. ჩვენი ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ, 2010 წელს ჩვენთან დაიღუპა 685 ადამიანი, 2019-ში მსხვერპლის რაოდენობა იყო 481. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს შედეგი მივიღეთ იმით, რომ ამ წლების განმავლობაში რაღაც ღონისძიებები განხორციელდა: ღვედები, ქულათა სისტემა, კამერები და ა.შ., ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, ჩვენ რა არ მოგვწონს - ფრაგმენტული მოქმედებებია და ეს შედეგებზეც გვეტყობა. კანონებს მივიღებთ, პირველ წელს შეიძლება ადმინისტრირება იყოს კარგი, მაგრამ მომდევნო წელს ცოტა ნელდება; ინფრასტრუქტურას დავიწყებთ რაღაც მონაკვეთს და მხოლოდ ეს მონაკვეთი რჩება გაკეთებული, სხვას თავს ვანებებთ. თუ დავისახავთ მიზნად დედაქალაქსა და რეგიონებში უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნას, უნდა ჩამოიწეროს რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნაკლები ადამიანი დაიღუპოს და დაზიანდეს საქართველოს გზებზე? აუცილებელია სიჩქარის ლიმიტების დაწევა. რას ვგულისხმობ მდგრადობაში - შარშან დაიღუპა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე წინა წელს, მაგრამ დაშავდა ნაკლები. წლები გვაქვს, როცა გაუმჯობესებაა დაღუპულების რაოდენობის მხრივ და სხვა დროს დაშავებულების რაოდენობა მცირდება. რომ ვკითხულობთ, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, პასუხი არ არის. პასუხი კი არის ის, რომ არამდგრადი შედეგები გამოწვეულია ფრაგმენტული მოქმედებით“. „დილის საუბრების“ სტუმრები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას საგზაო უსაფრთხოებისადმი სისტემური მიდგომის დეფიციტზე. ირაკლი იზორია ჩამოთვლის აუცილებელ ხუთ კომპონენტს და პირველ ასახელებს საგზაო უსაფრთხოების მართვას. ის აგრეთვე ამბობს, რომ ადამიანური ფაქტორი განაპირობებს უბედური შემთხვევების 90%-ს. ის ლაპარაკობს აგრეთვე იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, როგორ ხდება საგზაო შემთხვევის შედეგების მართვა: “პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს ის რგოლი, რასაც ჰქვია საგზაო უსაფრთხოების მართვა, ადამიანური და ფინანსური რესურსებით. ბევრმა სახელმწიფო წარმოადგინა პრეზენტაცია და ვნახეთ, რამხელა თანხებია ჩადებული საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, ბაღის ასაკიდან დაწყებული ხანშიშესული ადამიანებით დამთავრებული. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ბიუჯეტის შესავსებად კეთდება ესა თუ ის კანონპროექტი, მაგრამ ეს ასე არ არის - თუ არ დავარღვევთ, შესაბამისად ბიუჯეტშიც არ გადავიხდით თანხას. იმ ქვეყნებმა, სადაც წარმატებას მიაღწიეს, პირველ რიგში იყო ჯარიმების და მიდგომების გამკაცრება. მაგალითად, სისხლისსამართლებრივად ისჯება ძალიან ბევრ ქვეყანაში ნასვამ მდგომარეობაში ავტომ

XS
SM
MD
LG