Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პროფესიონალის თვალი არ სჭირდებოდა იმის დანახვას, რა არ გააკეთა გამოძიებამ“


ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმეზე“ სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებამ და 4 ივნისს დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მოზარდის დაკავებამ გააჩინა სამართლის აღსრულების მოლოდინიც და არაერთი კითხვაც. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი თვლის, რომ გუშინდელმა დღემ დაადასტურა ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ ზაზა სარალიძე, მისი ადვოკატები და რაზეც ეწერა დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებში. კერძოდ, კომისიის წევრები ითხოვდნენ მ.კ.-ს მიმართ განზრახ მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. სერგო რატიანი „დილის საუბრებში“ ამბობს: „რა მოხდა სინამდვილეში? რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი შსს-ს მიერ? საზოგადოებამ ნახა, რომ გუშინ არ არსებობდა პროკურატურა. გუშინ პროკურატურა გაქრა, ასე ვთქვათ. გაქრა იმიტომ, რომ მისი არგუმენტები ფაქტობრივად ჩამოიშალა სასამართლოში და არ იყო აუცილებელი ეს მომხდარიყო სასამართლოში. ვერ წარმომიდგენია სასამართლო და მოსამართლე, რომელიც მიიღებდა პროკურატურის არგუმენტს, რომელსაც ის ლობირებდა. ეს იყო შეურაცხმყოფელი თანამედროვე საზოგადოებისთვის. როცა გადადგა მთავარი პროკურორი, იმ დღეს ის ამბობდა და ატყუებდა საზოგადოებას, რომ ერთი პირის დანაზე არის ორივე გარდაცვლილის დნმ-ი. იმ დღეს მან მოატყუა საზოგადოება. ერთი წლის განმავლობაში ამის ლობირება იყო შეურაცხყოფა“. სერგო რატიანი თვლის, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო სასამართლოში და შსს-ს მტკიცება, რომ სასამართლომ მას დამატებითი არგუმენტი მისცა, არამართებულია, რადგან „სასამართლო არგუმენტებს კი არ იძლევა, ის არის შემაფერხებელი ფაქტორი“. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი იხსენებს, რომ ამ ჯგუფის მუშაობის დაწყებიდანვე ცხადი იყო, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები მიხეილ კალანდიას დაკავებისთვის: „როგორც კი სუბელიანი შედის შსს-ში, ორი კვირის განმავლობაში მთავარი მონაწილეები ფაქტობრივად არ არიან გამოკითხული - არა მარტო ფიგურანტები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც უყურებდნენ ჩხუბს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევა“. სერგო რატიანს სჯერა, რომ „პროფესიონალის თვალი არ სჭირდებოდა იმის დანახვას, რა არ გააკეთა გამოძიებამ“. ოპოზიციონერი დეპუტატი ლაპარაკობს ამ საქმის სრულფასოვნად გამოძიების პრევენციულ მნიშვნელობაზეც: „ხორავას ქუჩის ტრაგედიას უნდა ეჩვენებინა ყველასთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, რომ შეუძლებელია ჩააწყო, იყიდო, ხელი დააფარო და ა.შ.. ახალგაზრდას უნდა ესმოდეს, რომ ასეთი ქმედება იქნება დასჯადი და ასევე: აქამდე, როცა ვიკვლევდით ამ საქმეს, ვნახეთ, რომ კონფლიქტში მონაწილე თითქმის ყველა პირს აქვს ეპიზოდები და დარღვევები მანამდე. სკოლას კი არ აქვს გაკეთებული საკმარისი ამ შემთხვევებში. მაგალითად, რამდენიმე პირს აქვს მიტანილი სკოლაში გარკვეული იარაღი, აქვს კონფლიქტი, რომელიც არ იყო გამოკვლეული“. სერგო რატიანი თვლის, რომ სკოლის უსაფრთხოება ბოლო წლების განმავლობაში „ფაქტობრივად ჩამოშლილი“ იყო. მისი აზრით, სკოლის დირექტორიც უნდა იყოს პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე და მანდატურიც გარკვეულწილად უნდა ექვემდებარებოდეს დირექტორს. ის იხსენებს ხორავას ქუჩაზე ტრაგედიამდე სულ ცოტა ხნით ადრე სკოლის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს: „დირექტორის მოადგილე აივნიდან უყურებდა როგორ იკრიბებოდა 35 მისი სკოლისა და მოსული მოწავლე. მან იცოდა რომ იყო კონფლიქტი ამ ადამიანებს შორის და მიუხედავად ამისა, არავინ გააჩერა. კი დაურეკა მანდატურს, მანდატური გავიდა და რაღაც, მაგრამ ეს იყო დაგვიანებული. მათ არ დაურეკავთ პატრულში როგორც კი დაინახეს, რომ არის კონფლიქტი და 35 ახალგაზრდა მიდის სადღაც. და ეს ხდებოდა პირდაპირ სკოლის ეზოში“. 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარზე პასუხისმგებლობას „დილის საუბრების“ სტუმარი უფრო ფართოდაც განიხილავს: „პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა, არის სრულიად საზოგადოებაზე და ჩვენზე. უნდა გვესმოდეს, რომ ის გარემო ფაქტობრივად ჩვენ, ყველამ ერთად შევქმენით - სადაც იარაღით დადიან ჩვენი შვილები და ჩვენ ამას ხელს ვაფარებთ ან თვალს ვხუჭავთ. მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო მიზანმიმართული კამპანია, რომ კარგი ადამიანი არის ის, ვინც არ ითანამშრომლებს, რომ სკოლაში სიმკაცრე და პრევენცია არ უნდა ხორციელდებოდეს და კიდევ ბევრი ფაქტორი იყო იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ შევქმენით გარემო, რომ ეს საშინელება მომხდარიყო“. სერგო რატიანი განსაკუთრებით აღნიშნ

XS
SM
MD
LG