Accessibility links

სერგო ფარაჯანოვი - სისტემების, კულტურების, სტილების გამრღვევი


სერგო ფარაჯანოვი - სისტემების, კულტურების, სტილების გამრღვევი
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:18:37 0:00

გიორგი გვახარია და თეო ხატიაშვილი გვიამბობენ ერევანში გახსნილ ფარაჯანოვის მუზეუმზე. არის თუ არა შესაძლებლობა „ფარაჯანოვის სახლი“ გაიხსნას თბილისში? არის თუ არა შესაძლებლობა სერგო ფარაჯანოვი დაუბრუნდეს თბილისს და საქართველოს?

ამას წინათ, ბერლინში, კინოთეატრ „არსენალში“ გაიმართა სერო ფარაჯანოვის ფილმების, მათ შორის ქართული ფილმების, დიდი რეტრსპექტივა, რომელიც დასრულდა მრგვალი მაგიდით „სერგო ფარაჯანოვი - სისტემების, კულტურების, სტილების გამრღვევი“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა, რომელიც გიორგი გვახარიას სტუმარია. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ვიხსენებთ თბილისელ რეჟისორს, სერგო ფარაჯანოვს, უკრაინაში, სომხეთში და საქართველოში გადაღებულ მის შედევრებს. ვამბობთ „თბილისელი რეჟისორი“, თუმცა სერგო ფარაჯანოვს ნამდვილად ვერ მოაქცევ რომელიმე სივრცეში, თვით მულტიკულტურულობით ყოველთვის გამორჩეულ თბილისურ კულტურაში. ფარაჯანოვი არ ცნობს საზღვრებს, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონთ მის ოპონენტებს, იმათ, ვინც ტრადიციებსა და სისტემებს იცავს. მით უფრო დრამატულია მისი ბიოგრაფია, მისი კონფლიქტი ჯერ საბჭოთა ხელისუფლებასთან და შემდეგ ნაციონალისტებთან, მათ შორის ქართველ ნაციონალისტებთან, რომლებმაც დიდ რეჟისორს „შუშანიკის წამების“ ეკრანიზაციის უფლება არ მისცეს.

გიორგი გვახარია და თეო ხატიაშვილი გვიამბობენ ერევანში გახსნილ ფარაჯანოვის მუზეუმზე. არის თუ არა შესაძლებლობა „ფარაჯანოვის სახლი“ გაიხსნას თბილისში? არის თუ არა შესაძლებლობა სერგო ფარაჯანოვი დაუბრუნდეს თბილისს და საქართველოს?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG