Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვეტლანა ალექსიევიჩი: „მე ცხოვრებაში ქალებიც მყვარებია და კაცებიც“


ავტორი: ჰანა სოუსი

“არ ვაპირებ ჩემი პირადი ცხოვრების განხილვას“, - ასე უპასუხა ნობელის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა რადიო თავისუფლებას, რომელმაც სთხოვა მწერალს განემარტა, რა იგულისხმა მან პოლონურ გამოცემა „გაზეტა ვიბორჩასთან“ ინტერვიუში, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ „თავად მას ცხოვრებაში ქალებიც ჰყვარებია და კაცებიც“.

რა თქმა უნდა, სიყვარული სიყვარულია. მთავარია მოხდეს სასწაული, ხოლო ვისთან - ეს უკვე ნაკლებ საინტერესოა. თავად მე ცხოვრებაში ქალებიც მყვარებია და კაცებიც...
სვეტლანა ალექსიევიჩი

„ეს იყო უეცრად ნათქვამი ინტერვიუს მსვლელობის დროს, როცა სხვის გულწრფელობას მეც ჩემი პირდაპირობა შევაგებე, მაგრამ ამ თემაზე მეტის თქმას არ ვაპირებ“, - ამბობს ნობელის პრემიის ლაურეატი ქალი. - „ხან იმას განიხილავენ, თუ როგორ სახლში უნდა ვიცხოვრო, ხან კი იმაზე მსჯელობენ, თუ ვისთან უნდა მეძინოს. ის დრო აღარ არის და არც მე ვარ იმ მდგომარეობაში. მე შემიძლია ვიცხოვრო ისე, როგორც მესმის და როგორც მსურს, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი“.

ვრცელ ინტერვიუში, რომელიც პოლონურ „გაზეტა ვიბორჩას“ მისცა, სვეტლანა ალექსიევიჩი, კერძოდ, ლაპარაკობს სიყვარულის შესახებ მრავალი წლის წინ დაანონსებულ წიგნზე, რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა. ალექსიევიჩის თქმით, იგი ძალიან ნელა წერს, რადგან მას უწევს ათასობით ადამიანის გამოკითხვა.

თავდაპირველად მწერალი აპირებდა წიგნში შეეტანა 50 ქალისა და 50 მამაკაცის ამბავი, მაგრამ სამი წლის შემდეგ მწერალმა ქალმა შეცვალა გეგმა, როცა მიხვდა, რომ „ვერ შეძლო მოეძებნა გზა კაცებამდე“.

„ის, რასაც მათზე დავწერდი, შესაძლოა ყოფილიყო საინტერესო, მაგრამ ზედაპირული და ბანალური გამოვიდოდა. ეს არ იქნება მაღალი კლასის ლიტერატურა, იმიტომ რომ არ შემიძლია მათ ისე დაველაპარაკო, როგორც წესი და რიგია. რთულია ეს, ამიტომ დავწერ ისტორიას ქალების სიყვარულზე“.

სვეტლანა ალექსიევიჩი
სვეტლანა ალექსიევიჩი

შეკითხვას, იქნება თუ არა წიგნში ლაპარაკი ქალის მიმართ ქალის სიყვარულზე, ალექსიევიჩმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა, სიყვარული სიყვარულია. მთავარია მოხდეს სასწაული, ხოლო ვისთან - ეს უკვე ნაკლებ საინტერესოა. თავად მე ცხოვრებაში ქალებიც მყვარებია და კაცებიც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG