Accessibility links

კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დაისეტყვა


სოფელი ანაგა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნაწილი, სოფლები: ანაგა და ვაქირი დაისეტყვა. როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ვენახები, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები, ხოლო ზარალის მასშტაბი ახლა დგინდება. სიღნაღის მერიაში განაცხადეს, რომ ამ წუთებში ელოდებიან ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც მიაყენა თუ არა სტიქიამ ზარალი.

სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, იმუშავა თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომელიც 1 აპრილიდან მუშაობს. რამდენიმე დღის წინ თელავი და სოფელი კურდღელაურიც დაისეტყვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს საგარეჯო და სოფელი გიორგიწმინდაც დაისეტყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG