Accessibility links

სომხეთის პარლამენტში ჩხუბი ატყდა


დღეს სომხეთის პარლამენტში ოპოზიციური პარტია „ლუსავორ აიასტანის“ ლიდერ ედმონდ მარუკიანსა და მმართველი პარტია „ჩემი ნაბიჯის“ წარმომადგენელ სასუნ მიქაელიანს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებულები კოლეგა დეპუტატებმა გააშველეს.

მარუკიანი ტრუბუნასთან იდგა და მმართველი პარტიის დეპუტატებს აკრიტიკებდა. პასუხად რეპლიკები ისმოდა. სასუნ მიქაელიანის ერთ-ერთი რეპლიკის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერი ტრიბუნიდან ჩამოვიდა, რის შემდეგაც მმართველი პარტიის დეპუტატი ფეხზე წამოდგა. ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის წევრებმა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, მოახერხეს მოჩხუბრები გაეშველებინათ. ამის შემდეგ მარუკიანი დაბრუნდა ტრიბუნასთან და განაცადა: „რამდენიც არ უნდა მირტყათ, ვილაპარაკებ. ვიღაც მომეპარა და უკნიდან დამარტყა“.

სასუნ მიქაელიანი ადგილიდან რეაგირებდა მის სიტყვებზე, რაზეც ედმონ მარუკიანმა თქვა: „ჯერ არ დაბადებულა კაცი, რომელიც თავს მომაჭრის. ნუ იქცევით შმაისივით (ყოფილი დეპუტატის მეტსახელი, რომელიც პარლამენტში ფიცხი ხასიათით გამოირჩეოდა). ღირსეულად მოიქეცი. გეყოფა, ასეთი კულტურა აქ უკვე აღარ იქნება. რევოლუცია იმისთვისაც მოხდა, რომ დებატების კულტურა გვქონოდა“.

პარლამენტის სპიკერმა არარატ მირზოიანმა სხდომა შეწყვიტა და შესვენება გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG