Accessibility links

160 000-ს გადააჭარბა მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა


160 000-ს გადააჭარბა მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა. აშშ-ს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის პანდემიას 160 917 ადამიანი ემსხვერპლა.

19 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2 330 259 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 600 ათასამდე ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, პანდემიად გამოაცხადა 11 მარტს, პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ორთვენახევრის თავზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG