Accessibility links

170-ს მიაღწია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, - ინფორმაცია ამის შესახებ ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა გაავრცელა. 170 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი;

„ჩვენს გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება. დღეს დილით ტესტირება ჩატარდება და შედეგების მიხედვით საღამოს ინფორმაცაის მოგაწვდით“, - თქვა მარინა ეზუგბაიამ 5 აპრილის დილას გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ახალ შემთხვევათაგან ერთი პაციენტი, რომელიც მკურნალობისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს, ეროვნული ბანკის კლასტერთან არის დაკავშირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG