ტესტი. Які з вас міністар гандлю
arrow_upward
format_size
remove
add
undo
arrow_downward

У вас састарэлая вэрсія браўзэра. Для больш камфортнага і карэктнага прагляду абнавіце свой браўзэр са спасылкі.

კარგად გახსოვს 2018 წელი? შეამოწმე შენი ცოდნა
share
ქვიზები ვიდეო ახალი ამბები პოდკასტები ანარეკლები

გვიპოვეთ:

ტესტი
ტესტი: რამდენად გახსოვს 2018 წლის უცნაური ამბები?
დაიწყე ტესტი

კარგად გახსოვს 2018 წელი? შეამოწმე შენი ცოდნა

რა საგნები მიუტანეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან 2018 წლის 6 ივნისს?
ბოტები
პრეზერვატივები
ქოლგები

6 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ბოტები. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განმარტეს, ამ ფორმით გააპროტესტეს „მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდისტული ინსტრუმენტები”. 5 ივნისს პრემიერმა გიორგი კვირკაშვილმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პრემიერის მიერ ფეისბუკზე გაკეთებული განცხადების მომწონებელთა უმრავლესობა ქართველი არ იყო. ფეისბუკში მალე დაიწყეს ხუმრობა იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი თავისი განცხადებისთვის რელევანტურობის იერის მისაცემად ყალბი მომწონებლების არმიას, იმავე "ბოტებს", ყიდულობდა.

ვინ თქვა საპრეზიდენტო არჩევნების წინ: „მეტი შეგვიძლია“?
გრიგოლ ვაშაძე
შალვა ნათელაშვილი
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილის საარჩევნო დევიზი იყო: „მეტი შეგვიძლია“. „გარეშე მტრებისა და პერსონალურ ქიშპობაში გართული შიდაპოლიტიკური ძალების გავლენით სულ უფრო ბევრ მოქალაქეს იპყრობს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანას მეტი არ შეუძლია და ამ ქვეყანაში მას მეტი აღარ შეუძლია“, - წერდა დავით უსუფაშვილი, რომელმაც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2,3 % მიიღო.

ვის დაუთმო დედა თეიმურაზ გორჯესტანიმ?
ქართველი ხალხი
ქართული ოცნება
ბიძინა ივანიშვილი

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანიმ განაცხადა: „დღეს დაგითმეთ დედა. დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი, ეს ჩვენთვის, შვილებისთვის, ძალიან საამაყოა".

სად არის, აბა, წყალი აუზში? - იკითხა ბიძინა ივანიშვილმა. ვის ეკუთვნის უწყლო აუზი?
"ზარალა" (გიორგი რამიშვილი)
კახა ბენდუქიძე
ირაკლი სესიაშვილი

24 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ინტერვიუს დროს დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის ქონებაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ სესიაშვილის სახლის აუზი იაფი დაჯდებოდა, რადგან წყალი გაშვებული არ იყო. "310მ2 ეს სახლი, არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული, მინებია ჩასმული და გალესილია. მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი და 310 კვადრატული რომ 100 დოლარზე გაამრავლო, 31 000 დოლარია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

როგორი მოქმედებით იმუქრებოდა ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი გიორგი ჭელიძე, ვიდრე დააკავებდნენ?
ბრუტალური
ვიტალური
რადიკალური

„უფრო ბრუტალურად ვიმოქმედებთ“, „ვიმოქმედებთ ყველაზე ბრუტალური მეთოდებით“, „ვიქნებით ბევრად ბრუტალურები“ - ასეთი განცხადებები გააკეთა გიორგი ჭელიძემ 13 მაისს გამართული საპროტესტო აქციის მსვლელობისას. მოგვიანებით შს სამინისტრომ გიორგი ჭელიძე დააკავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ვიდეო, რომლის საფუძველზეც შსს-მ დაიწყო გამოძიება, ფაშისტურმა მოძრაობამ 27 აგვისტოს გაავრცელა სოციალურ ქსელში. კადრებში ჩანს, როგორ ისვრის მოძრაობის რამდენიმე წევრი ცეცხლსასროლ იარაღს. ვიდეოს “ფაშისტური კვირადღე” ჰქვია.

„ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს. იცით, რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს?!“ – რა პროდუქტი იგულისხმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ?
თამბაქო
ბადრიჯანი
მარიხუანა

მარიხუანის წარმოებასა და ექსპორტზე საუბრისას დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ასევე თქვა: "ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას. ეს იქნება ლიცენზირებული და იქნება გათვლილი იმაზე, რომ ქვეყნისთვის მეტი მოგება მოიტანოს".

რა სითხე ფიგურირებს მარნეულის გამგებლის ბრალდებაში?
ცრემლი
შარდი
ოფლი

13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი ელჩინ ალახვერდიევი - ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს. მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს ინციდენტში მონაწილეობა ბრალდება. ის ამ ინციდენტის საქმეზე 13 ივნისს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ.

„თუ რამე წინსვლა დაიწყო ზემოთ, ჩამოვაგდებ!“ – ვის ჩამოგდებას აპირებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი?
ირაკლი კობახიძე
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

“გიორგი გახარიასთან მე არა მაქვს ნორმალური ურთიერობა. არ არის ისეთი რაღაც, ვიღაცას რაღაც ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტზე არ გეუბნებით. კანონპროექტი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია ჩემთვის. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ, რა, იმიდან. თუ ეგ გახდა, ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება მთავრობას”, - განაცხადა მეუფე იაკობმა 29 დეკემბერს ტელეკომპანია „პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში.

ლადო კახაძის აზრით, ვისი ნებით არის სალომე ზურაბიშვილი „დედის სხეულგამოტარებული სიყვარულის ნაყოფი“
ქართული ოცნება
ბიძინა ივანიშვილი
უფალი

"უფლის ნებით, დედის სხეულგამოტარებულო სიყვარულის ნაყოფო, თქვენ მინდა მოგესალმოთ“, - ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ექიმმა ლადო კახაძემ რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლისას.

რომელი ქალაქის მერია ყველაზე დახატული?
ქუთაისი
რუსთავი
თბილისი

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი გამოიფინა იტალიის ქალაქ კოზენცაში, სადაც ქუთაისელმა მხატვრებმა 2018 წლის სექტემბერში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პლენერში ("Bocs Art"). პორტრეტი ვორკშოპის ფარგლებში ქუთაისელმა მხატვარმა ლავენ გოგიტაძემ დახატა. დასკვნით გამოფენაზე იტალიის მხარის მიწვევით კოზენცაში ჩასული იყო ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაც.

ჩემი შედეგი

შეავსე ტესტი ხელახლა

close

ჩემი შედეგი: /

შეავსე ტესტი ხელახლა