Accessibility links

site logo site logo

ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე მეორედ წააგო


სუმოს ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშო წარუმატებლად დაიწყო. 2019 წლის სეზონის პირველ სუპერტურნირზე, ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორის ანგარიშზე სამი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულაა.

პირველ ტურში გორგაძე მეშვიდე მაეგაშირა შოჰოზანთან დამარცხდა. მერე ასევე მეშვიდე მაეგაშირა ონოშოს აჯობა. მეორე ქულა კი დღეს დაკარგა, მერვე მაეგაშირა რიუდენთან.

მეოთხე ტურის შეხვედრები ხვალ გაიმართება და ქართველი სეკიტორი მეხუთე მაეგაშირა ენჰოს დაუპირისპირდება, რომელმაც მიმდინარე ბაშოზე სამი ბრძოლიდან ორი მოიგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG