Accessibility links

logo-print logo-print

ტოჩინოშინმა მერვედ წააგო და მაკე კოში გაიფორმა


ლევან გორგაძე

მარტის ჰარუ ბაშოს დასრულებამდე ორი ტური რჩება. ლევან გორგაძემ კი დადებითი ბალანსის - კაჩი კოშის შანსი უკვე დაკარგა.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი რიკიში დღეს მეცამეტე მაეგაშირა კოტოშოგიკუსთან დამარცხდა და ცამეტი ტურის შემდეგ მის ანგარიშზე ხუთი მოგება და რვა წაგებაა.

ლევან გორგაძე მარტის ჰარუ ბაშოს მეცხრე მაეგაშირას რანგში ატარებს. გარანტირებული მაკე კოშის გამო, უკვე გარკვეულია, რომ ტოჩინოშინი მაისის ბაშოზე გაუარესებული პირადი რეიტინგით გამოვა. რამდენი საფეხურით დაიხევს უკან, ეს ბოლო ორი შეხვედრის შედეგზე იქნება დამოკიდებული. გაზაფხულის პირველი სუპერტურნირი კვირას დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG