Accessibility links

ტყიბულში ორი მუშა დაიღუპა


ტყიბულის მაღარო

ტყიბულში ორი მუშა დაიღუპა ღია წესით ქვანახშირის მომპოვებელ საბადოზე. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე ფეისბუკზე წერს, რომ შემთხვევა "ჯი აი ჯი ჯგუფის სალიცენზიო ზონაში" მოხდა, სადაც ნახშირს ღია კარიერული წესით სხვა 30-მდე წვრილი კომპანია მოიპოვებს.

ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე ერთი მუშა 2015 წლის თებერვალშიც დაიღუპა.

ბოლო წლებში ტყიბულში ოცზე მეტი მუშა დაიღუპა ქვანახშირის მომპოვებელ საბადოსა და მაღაროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG