Accessibility links

უეფა 23 აპრილს იმსჯელებს ევროტურნირების მომავალზე


კორონავირუსის პანდემიის გამო, თვეზე მეტია, თითქმის ყველა ტურნირი და საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია.

უეფა ერთ კვირაში იმსჯელებს ევროპის საკლუბო ფეხბურთის კალენდრის განახლებაზე.

23 აპრილს გაიმართება ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ორმოცდათხუთმეტივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია. სავარაუდოდ, იმავე დღეს დაზუსტდება, როდის განახლდება ევროპის საკლუბო ტურნირები და რამდენიმე ქვეყნის შიდა ჩემპიონატები.

კორონავირუსის პანდემიის გამო, თვეზე მეტია, თითქმის ყველა ტურნირი და საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია. ჯერჯერობით ვერავინ ამბობს, როდის დაუბრუნდებიან ფეხბურთელები მინდორს. ზოგიერთ ქვეყანაში სეზონის დასრულებულად გამოცხადების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG