Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორნელი კაკაჩია დასავლეთის ბოლოდროინდელ გზავნილებზე


კორნელი კაკაჩია დასავლეთის ბოლოდროინდელ გზავნილებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:49:44 0:00

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორი, კორნელი კაკაჩია თვლის, რომ დასავლელი პარტნიორებისგან ბოლო დროს მომდინარე წერილობითი, თუ ზეპირსიტყვიერი გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისადმი სცდება დიპლომატიური სიგნალების ზღვარს, ეს არის უკვე ღია მინიშნება და ამ გზავნილების ადრესატი სერიოზულად უნდა მიუდგეს მათ: „ეს არის უკვე სიგნალი. ამას უკვე დიპლომატიური სიგნალიც აღარ ჰქვია, რადგან დიპლომატიური სიგნალები უკვე იყო და არ იმუშავა, ეტყობა. ეს არის უკვე ღია მინიშნება. არ ვიცი, თუ საქართველოს ხელისუფლება ელოდება, რომ ოფიციალური თეთრი სახლი გააკეთებს განცხადებას... არა მგონია, ეს სასურველი სცენარი იყოს ხელისუფლებისთვის, რადგან, თუ ეს გაკეთდა, უარეს მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. აქედან გამომდინარე, ეს არის საკმაოდ კარგი გზავნილი იმისთვის, რომ გაიგოს ხელისუფლებამ ის შენიშვნები, რომლებიც არის ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით დასავლეთში და მათ სათანადო ყურადღება დაუთმოს, რადგან არ ჩანს ჯერჯერობით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, საქართველოს ხელისუფლებას რა ხედვები აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასთან დაკავშირებით. ქვეყანაში რომ კრიზისია, ეს უკვე ცალსახაა და რაც მთავარია, ეს არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება სავარაუდოდ და სწორედ აქედან გამომდინარეა - რომ არ მოხდეს რაღაც გაუთვალისწიებელი მოვლენები - საჭიროა გარკვეული გარანტიები, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს სტაბილურობას და ის მივა არჩევნებამდე ნორმალურ პირობებში, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და რაც მთავარია, არ უნდა იყოს შეკითხვები კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და უამრავ სხვა საკითხზე, რომელზეც დღეს არსებობს შეკითხვები“. კორნელი კაკაჩია სცდება დასავლელ პოლიტიკოსთა განცხადებებსა და ღია წერილებს და ამბობს, რომ საქართველოსთან მიმართ ტონის გამკაცრება თვალშისაცემია ბოლოდროინდელ პუბლიკაციებშიც, რომლებშიც ხშირად აღნიშნავენ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის სერიოზულ რისკებზე. GIP-ის დირექტორი იმედს ამომრჩევლის საღ აზრზე ამყარებს: „მაინც ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, თვითონ საზოგადოება რამდენად არის მზად ცვლილებებისთვის. მაინც მგონია, რომ ქართველი ამომრჩეველი საბოლოო არჩევანს სწორად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ზიგზაგები გვაქვს, რაღაც შეცდომები შეიძლება იყოს, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც მნიშვნელოვანი მომენტი დგება ქვეყნის ცხოვრებაში, ამომრჩეველი მაინც სწორ გადაწყვეტილებას ღებულობს, მაგრამ მარტო ამის იმედზე ყოფნა არ შეიძლება. თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, საქართველოს ინტერესები და სახელმწიფო რჩება. ხელისუფლებები არიან ჩვენს მიერ დროებით დაქირავებული აგენტები, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ, თუ ისინი არ პასუხობენ საზოგადოების მოთხოვნებს, ბუნებრივია, მოხდება მათი გადარჩევა“.

XS
SM
MD
LG