Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ჩინეთიდან ევაკუირებულების ჩასვლას ძალადობა მოჰყვა


20 თებერვალს უკრაინის ქალაქ ნოვი სანჟარიში ჩაიყვანეს ადამიანები, რომლებსაც ჩინეთის ქალაქ უჰანიდან გაუკეთეს ევაკუაცია. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ევაკუირებელებმა შეიძლება ქალაქში სასიკვდილო დაავადება ჩაიტანონ. ქალაქის მაცხოვრებლებმა პოლიციასთან შეტაკებები გამართეს და შეეცადნენ ცეცხლმოკიდებული ნამსხვრევებით გადაეღობათ გზა ავტობუსებისთვის, რომლებითაც ჩინეთიდან ევაკუირებულები გადაჰყავდათ.

XS
SM
MD
LG