Accessibility links

„უფროსი ძმა“ vs. კორონავირუსი


„უფროსი ძმა“ vs. კორონავირუსი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:05 0:00

მოსკოვი სახის ამოსაცნობი კამერების ულტრათანამედროვე სისტემას იყენებს იმ ადამიანების გამოსავლენად, რომლებსაც თვითიზოლაციაში ყოფნა ევალებათ კორონავირუსის გავრცელების რეგიონებიდან დაბრუნების შემდეგ. აშშ-ში კონგრესის წევრებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი მიწერილ წერილში შეშფოთება გამოხატეს მობილური ტელეფონების მეშვეობით ადამიანების შესაძლო კონტროლზე. მსოფლიოში ბევრს აშფოთებს ის, რომ ასეთი მძლავრი ტექნოლოგიები მომავალში ბოროტად შეიძლება გამოიყენონ მთავრობებმა და კორპორაციებმა. COVID-19-ის პანდემიის ჭრილში ახალი ძალა შეიძინა დისკუსიამ თემაზე უსაფრთხოება vs. პირადი სფერო.

XS
SM
MD
LG