Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იცოდე შენი აივ სტატუსი!"


"იცოდე შენი აივ სტატუსი!"
please wait

No media source currently available

0:00 0:29:24 0:00

"იცოდე შენი აივ-სტატუსი", - ამ სლოგანით აღინიშნება წელს შიდსის მსოფლიო დღე. საქართველოში აივ-ით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა წლებია სტაბილურად იზრდება. 2018 წლის 11 თვეში საქართველოში გამოვლენილია 618 ახალი შემთხვევა. "დილის საუბრებში" დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს ფატი გაბუნია, ექიმი-ინფექციონისტი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის სტაციონარული განყოფილების უფროსი. ექიმის განმარტებით, ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება მკურნალობის ეფექტიანობა და მცირდება სხვების დაინფიცირების საფრთხე. ფატი გაბუნია აღწერს მიზეზებს, რის გამოც ადამიანები აგვიანებენ ტესტირებას. ის აგრეთვე ლაპარაკობს სამეცნიერო პროცესზე, რომლის მიზანიც ვირუსის დამარცხებაა. ფატი გაბუნიას თქმით, საქართველოში არის უნივერსალური მისაწვდომობა შიდსის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, თუმცა, არის ინფიცირების გამოუვლენელი შემთხვევების დიდი რაოდენობა, რომელიც აღნუსხული შემთხვევების 44%-ია. საქართველოში აივ/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების (სულ 7380) 46,2%-ში დაინფიცირება მოხდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად, მეორე ადგილზე გადაცემის გზების მიხედვით ნარკოტიკების ინექციური მოხმარებაა, მესამეზე - მამაკაცებს შორის სქესობრივი კონტაქტი (11,1%). ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG