Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი აპრილამდე შეწყდა


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შიდა ჩემპიონატის მატჩები 1 აპრილამდე აღარ გაიმართება. საუბარია როგორც უმაღლეს, ისე ქვედა ლიგებზე და საქართველოს ასაკობრივ პირველობებზე.

ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ ვებსაიტსა და ფეისბუკგვერდზე გაავრცელა განცხადება:

„მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“.

ფეხბურთის ფედერაციის შეზღუდვა არ ეხება მარტში გასამართ სანაკრებო მატჩს (ან მატჩებს). 26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა „დინამოარენაზე“ უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებთან უნდა ითამაშოს. გამარჯვების შემთხვევაში კი, ერთა ლიგის ფინალს ისევ თბილისი უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG