ქალები, რომლებიც ლუკაშენკას ებრძვიან

ქალები, რომლებიც ლუკაშენკას ებრძვიან

კრისტინა ფოლტინოვა 2020 წ. 6 ოქტომბერი

50 დღეზე მეტია, რაც ბელარუსში ანტისახელმწიფო პროტესტი დაიწყო. ის საეჭვო არჩევნებში ალიაქსანდრ ლუკაშენკას კიდევ ერთხელ გამარჯვებას მოჰყვა. ქალები ამ საპროტესტო მოძრაობაში წამყვან როლს ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკა ქალს „საბრალო არსებად“ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მას პრეზიდენტობის ტვირთი მძიმედ დააწვება მხრებზე, ლუკაშენკას მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე სწორედ ქალია. გარდა ამისა, არიან გამორჩეული ოპოზიციონერი ქალები და პროტესტის ქალი მონაწილეებიც.

მშვიდობიანი თავშეყრა თეთრებში ჩაცმული ქალებისა, რომლებსაც ხელში ყვავილები ეჭირათ და სოლიდარობას გამოხატავდნენ, გადაიზარდა პროტესტში, რომლის წინააღმდეგ პოლიციამ ძალა ისე გამოიყენა, რომ არც კი დაფიქრებულა. ამ აქციაზე ასობით ქალი დააპატიმრეს, თუმცა ბელარუსი ქალები ამან, როგორც ჩანს, არ დააფრთხო. ისინი ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას ითხოვენ.

რომელი ქალები ითხოვენ ბელარუსში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას?

ტრიო

სვიატლანა ციხანოუსკაიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი მიუღლე დააპატიმრეს და არჩევნებზე დარეგისტრირების საშუალება არ მისცეს. მან ძალები მარია კალესნიკავასა და ვერანიკა ცაპკალასთან გააერთინა, რომელთა ქმრებს ასევე არ მიეცათ საშუალება კენჭი ეყარათ პრეზიდენტად. ისინი ლიდერობენ პროდემოკრატიულ მოძრაობასა და ასევე ალიაქსანდრ ლუკაშენკას განსადევნად წამოწყებულ კამპანიას.

საკოორდინაციო საბჭო

18 აგვისტოს სვიატლანა ციხანოუსკაიამ გამოაცხადა, რომ დაარსდა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ძალაუფლების გადაცემას. საბჭოში, დაახლოებით, 600 ადამიანია გაერთანებული. შვიდი, მათ შორის მარია კალესნიკავა, პრეზიდიუმის წევრია. ბევრი მათგანი დააკავეს ან აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა.

ისინი, ვინც აპროტესტებს

პროდემოკრატიულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გარდა, სოლიდარობის ნიშნად და ოპოზიციის მხარდასაჭერად მათ ქალების მარშიც მოაწყვეს.

როგორ ახერხებენ ქალები მუდმივ ზეწოლას ხელისუფლებაზე?

19 აგვისტოს - მას შემდეგ, რაც მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა - ქუჩაში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. იმ დღიდან მოყოლებული ხელისუფლებაზე ზეწოლის შესანარჩუნებლად პროდემოკრატიული მსვლელობები გრძელდება. ქვევით ნაჩვენებია, თუ როგორ გაიშალა საპროტესტო მოძრაობა, რომელშიც ძირითადად ქალები იყვნენ ჩართული.

რატომ ჩაერთნენ ქალები საპროტესტო მოძრაობაში ასე მასშტაბურად?

ბევრი მიზეზია, რატომაც მონაწილეობენ ქალები ამ რაოდენობით ბელარუსის საპროტესტო გამოსვლებში, მიუხედავად მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობისა, მაგრამ ბიძგის მიმცემი უთუოდ მაინც სვიატლანა ციხანოუსკაიას გამოჩენა იყო. ამბავმა დიასახლისი ქალისა, რომელიც რამდენიმე კვირაში ოპოზიციის ლიდერი გახდა, ნამდვილად წაახალისა სხვა ქალებიც ქუჩაში გამოსულიყვნენ და პოლიტიკური ცვლილებები მოეთხოვათ.

გარდა ამისა, ალიაქსანდრ ლუკაშენკა ამტკიცებს, რომ ბელარუსის კონსტიტუცია ქალებისთვის არაა და ეს საზოგადოება ჯერ არ მომწიფებულა იმისთვის, რომ პრეზიდენტად ქალი აირჩიოს. შესაძლოა ქალებმა გადაწყვიტეს აჩვენონ, რომ ის ცდება.