Accessibility links

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მესამედ მოიგო


ჯექსონვილში დღეს გამართულ შეხვედრაში, ქართველი მებრძოლი UFC-ის დებიუტანტ ირვინ რივერას დაუპირისპირდა.

გიგა ჭიკაძემ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ჯექსონვილში დღეს გამართულ შეხვედრაში, ქართველი მებრძოლი UFC-ის დებიუტანტ ირვინ რივერას დაუპირისპირდა და სამრაუნდიან ბრძოლაში, დიდი უპირატესობით აჯობა.

წინასწარი გეგმით, ჭიკაძე მაიკ დევისს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქემ მასთან შეხვედრას თავი უკვე მესამედ აარიდა.

გიგა ჭიკაძის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში თორმეტი შეხვედრის შემდეგ ათი მოგება და ორი წაგებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG